შალვა პაპუაშვილი - ქართული დროშა ყოველთვის მაღლა ფრიალებდა საქართველოს საელჩოს წინ, კიევში, ყველაზე სახიფათო დღეებშიც კი | Allnews.Ge

შალვა პაპუაშვილი - ქართული დროშა ყოველთვის მაღლა ფრიალებდა საქართველოს საელჩოს წინ, კიევში, ყველაზე სახიფათო დღეებშიც კი

ქართული დროშა ყოველთვის მაღლა ფრიალებდა საქართველოს საელჩოს წინ, კიევში, ყველაზე სახიფათო დღეებშიც კი, - ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს გამბედაობისა და სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ძალისხმევა დასაფასებელია.

„მადლობა მამაც, გაბედულ და თავდადებულ ქართველ დიპლომატებს. ქართული დროშა ყოველთვის მაღლა ფრიალებდა საქართველოს საელჩოს წინ, კიევში, ყველაზე სახიფათო დღეებშიც კი. თქვენი უშიშარი ძალისხმევა ძალიან დასაფასებელია“, - დაწერა შალვა პაპუაშვილმა “ტვიტერზე“.