პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ლონდონში დაბრუნდნენ - საიდუმლო ვიზიტი უინძორების სასახლეში: როგორ მიიღო ბებიამ მემაბოხე შვილიშვილი | Allnews.Ge

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ლონდონში დაბრუნდნენ - საიდუმლო ვიზიტი უინძორების სასახლეში: როგორ მიიღო ბებიამ მემაბოხე შვილიშვილი

დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში "გაქ­ცე­უ­ლი" პრინ­ცი და პრინ­ცე­სა, ჰარი და მე­გა­ნი ლონ­დონ­ში, უინ­ძო­რე­ბის სა­სახ­ლე­ში დე­დო­ფალს სა­ი­დუმ­ლოდ ეს­ტუმრნენ. შეხ­ვედ­რი­სას მათ მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრინ­ცი ჩარლ­ზიც შე­უ­ერ­თდათ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შეხ­ვედ­რა მე­დი­ის­გან ფა­რუ­ლად შედ­გა, ბრი­ტა­ნულ­მა ტაბ­ლო­ი­დებ­მა მა­ინც შეძ­ლეს ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა.

ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლს და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რებ­თან. ჰა­რის მა­მას­თან და ძმას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ და­ე­ძა­ბა, რაც ოპრა უინფრის­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­მო­ხა­ტა მა­მის მი­მართ და თქვა, რომ მას ფი­ნან­სუ­რად აღარ ეხ­მა­რე­ბო­და და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებ­საც კი აღარ პა­სუ­ხობ­და.

hari2-54177-1650103812.jpg

ჰა­რიმ ისიც თქვა, რომ ჩარლ­ზი და პრინ­ცი უი­ლი­ა­მი თა­ვი­ანთ "სა­მე­ფო ნა­ჭუჭ­ში" არი­ან გა­მო­კე­ტი­ლე­ბი.

თუ სა­მე­ფო ოჯა­ხის ბი­ოგ­რაფს, ფილ დამ­პერს და­ვუ­ჯე­რებთ, სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­სა და მისი ცო­ლის ფა­რუ­ლი ვი­ზი­ტი, ოჯახ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი "ხი­დის ხე­ლახ­ლა აღ­დგე­ნის" მცდე­ლო­ბა იყო. "ვფიქ­რობ, ჰარი მიხ­ვდა, რომ პრინ­ცი ფი­ლი­პის დაკ­რძალ­ვა­ზე მისი არ­მოს­ვლა ცუ­დად ჩან­და და შე­საძ­ლოა, სა­კუ­თარ საქ­ცი­ელ­ზე და­ფიქ­რდა", - ამ­ბობ­და დამ­პე­რი.

meg-46131-1650103829.jpg

მისი აზ­რით, დე­დო­ფა­ლი ბედ­ნი­ე­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო შვი­ლიშ­ვი­ლის ვი­ზი­ტით, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე გა­ხა­რე­ბუ­ლი მა­ინც ჩარლ­ზი იქ­ნე­ბო­და, რად­გან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა სწო­რედ მას სურ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად.

ცნო­ბის­თვის, ჰარი და მე­გა­ნი სა­მე­ფო ოჯა­ხის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ლონ­დონ­ში სა­გან­გე­ბოდ არ ჩა­სუ­ლან, ისი­ნი ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში მი­დი­ოდ­ნენ, ჯერ ამე­რი­კი­დან ლონ­დონ­ში ჩაფ­რინ­დნენ, გზად უინ­ძო­რე­ბის სა­სახ­ლე­ში შე­ი­ა­რეს, ხოლო შემ­დეგ, და­გეგ­მი­ლი მარ­შრუ­ტით, ნი­დერ­ლან­დე­ბის­კენ გა­ნაგ­რძეს გზა. წყვი­ლის მი­ზა­ნი the Invictus Games-ზე დას­წრე­ბაა, რო­მე­ლიც 16-დან 22 აპ­რი­ლამ­დე პე­რი­ოდ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ეს არის სპორ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სე­რია, ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ჰა­რიმ ქველ­მოქ­მე­დე­ბის მიზ­ნით და­ა­არ­სა. შე­სუ­ლი თან­ხა და­შა­ვე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი.