"თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დრო განახევრდება" - რას ამბობს პრემიერი კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის შესახებ? | Allnews.Ge

"თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დრო განახევრდება" - რას ამბობს პრემიერი კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის შესახებ?

საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან ერ­თად, კა­ხე­თის ჩქა­როს­ნუ­ლი მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა თბი­ლი­სი­დან კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მგზავ­რო­ბის დროს გა­ა­ნა­ხევ­რებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თბი­ლი­სი-სა­გა­რე­ჯოს ავ­ტო­ბან­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძეს­თან ერ­თად 35 კმ-იანი მო­ნაკ­ვე­თის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს გა­ეც­ნო.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ მთავ­რო­ბის 10 წლი­ა­ნი გეგ­მის მი­ხედ­ვით, კა­ხე­თის საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას 2 მი­ლი­არ­დი ლარი მოხ­მარ­დე­ბა, სა­ი­და­ნაც 1 მი­ლი­არ­დი ლა­რის სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის ჩქა­როს­ნულ მა­გის­ტრალს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი აშე­ნებს.

მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის მე­თა­ურს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ მი­ა­წო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ მო­ცე­მულ ეტაპ­ზე, კა­ხე­თის 85 კმ-იანი ავ­ტო­ბა­ნი­დან სა­მუ­შა­ო­ე­ბი თბი­ლი­სი-სა­გა­რე­ჯოს 35 კმ-იან, ვა­ზი­ა­ნის შე­მოვ­ლი­თი გზის მო­ნაკ­ვეთ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

თბი­ლი­სი-სა­გა­რე­ჯოს ავ­ტო­ბა­ნი 3 მო­ნაკ­ვე­თად არის და­ყო­ფი­ლი და 4 ზო­ლი­ა­ნი ცე­მენტ-ბე­ტო­ნის, გარე გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მით აღ­ჭურ­ვი­ლი ჩქა­როს­ნუ­ლი გზა შენ­დე­ბა. თბი­ლი­სი-სა­გა­რე­ჯოს 35 კმ-იანი მო­ნაკ­ვე­თის მშე­ნებ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნანსდე­ბა, რომ­ლის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 527 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტია. რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ინ­ჟინ­რო და ფი­ნან­სუ­რი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, გზის მშე­ნებ­ლო­ბა ლო­ტე­ბად და­ი­ყო და მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან ერ­თად, ქარ­თულ კომ­პა­ნი­ებს ტენ­დერ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ. შე­სა­ბა­მი­სად, კა­ხე­თის ავ­ტო­ბა­ნის თბი­ლი­სი-სა­გა­რე­ჯოს ერთ-ერთ მო­ნაკ­ვეთს ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია აშე­ნებს. კა­ხე­თის ავ­ტო­ბა­ნის პრო­ექ­ტი­რე­ბა­ზე ავ­სტრი­ელ­მა და გერ­მა­ნელ­მა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა, მსოფ­ლიო ბან­კის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, იმუ­შა­ვეს.

თბი­ლი­სი-სა­გა­რე­ჯოს მო­ნაკ­ვე­თი, თბი­ლი­სი­დან კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ძი­რი­თა­დი მა­გის­ტრა­ლის და ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ჩრდი­ლო–და­სავ­ლეთ რე­გი­ონ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბელ სატ­რან­ზი­ტო დე­რეფ­ნის ნა­წი­ლია. თბი­ლი­სი-სა­გა­რე­ჯოს მო­ნაკ­ვეთ­ზე, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლია სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა, არ­სე­ბუ­ლი გზა კი მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში გა­დის. ახა­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას, რაც ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვაა.

პრო­ექ­ტი ასე­ვე ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლო­ზე გა­მა­ვა­ლი სატ­რან­ზი­ტო დე­რეფ­ნე­ბის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას. კა­ხეთ­ში, საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის გარ­და, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ჯამ­ში 61 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 18 პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 65 კმ გზი­სა და 1 ხი­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას,ასე­ვე 9 ნა­პირ­სა­მაგრ პრო­ექტს მო­ი­ცავს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ერ­თად სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს გურ­ჯა­ა­ნის, სა­გა­რე­ჯოს, დე­დოფ­ლის­წყა­რო­სა და სიღ­ნა­ღის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვილ­მა, სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა ავ­თან­დილ გუ­ლი­კაშ­ვილ­მა, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­გი­ო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ლერი ბარ­ნა­ბიშ­ვილ­მა და კა­ხე­თის მხა­რე­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა ირაკ­ლი ში­ოშ­ვილ­მა.

myquiz