რა წერია წერილში, რომელიც ბორის ჯონსონმა ირაკლი ღარიბაშვილს მოსწერა? - მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება | Allnews.Ge

რა წერია წერილში, რომელიც ბორის ჯონსონმა ირაკლი ღარიბაშვილს მოსწერა? - მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­რის ჯონ­სო­ნი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს წე­რილს უგ­ზავ­ნის. წე­რი­ლის თარ­გმანს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მა­ხა­რებს ის, თუ რო­გორ გა­ფარ­თოვ­და და აყ­ვავ­და ის ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლის სიმ­ბო­ლოდ იქცა უორდრო­პის სტრა­ტე­გი­უ­ლი დი­ა­ლო­გის ყო­ველ­წლი­უ­რი ფორ­მა­ტი ისე­ვე, რო­გორც ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი პარტნი­ო­რო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ახა­ლი შე­თან­ხმე­ბა, ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო! ამა წლის 27 აპ­რილს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და სა­ქარ­თვე­ლო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ნახ­ლე­ბის 30 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნა­ვენ.

მსურს, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ვი­ყე­ნო და კვლავ და­გი­დას­ტუ­როთ თუ რა­ო­დენ დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო იმ ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­მე­ლიც ჩვენ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბობს, - ამის შე­სა­ხებ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბო­რის ჯონ­სო­ნის ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

ბო­რის ჯონ­სო­ნის თქმით, ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და სა­ქარ­თვე­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რო­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად.

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის წინსვლა, რომ­ლის თვითმხილ­ველ­ნიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­ხდით და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღი­დან. ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და სა­ქარ­თვე­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რო­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, რაც მრა­ვალ სფე­როს მო­ი­ცავს და მათ შო­რი­საა პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი, უსაფრ­თხო­ე­ბის, თავ­დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი.

მა­ხა­რებს ის, თუ რო­გორ გა­ფარ­თოვ­და და აყ­ვავ­და ის ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლის სიმ­ბო­ლოდ იქცა უორდრო­პის სტრა­ტე­გი­უ­ლი დი­ა­ლო­გის ყო­ველ­წლი­უ­რი ფორ­მა­ტი ისე­ვე, რო­გორც ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი პარტნი­ო­რო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ახა­ლი შე­თან­ხმე­ბა. ასე­ვე ვა­ფა­სებთ ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას რე­გი­ო­ნა­ლურ და გლო­ბა­ლურ სა­კი­თხებ­ზე, მათ შო­რის გა­რე­მოს­დაც­ვით და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებ იმ ფაქტს, რომ პრო­ვო­ცი­რე­ბის გა­რე­შე, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მხრი­დან წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ბარ­ბა­რო­სუ­ლი თავ­დას­ხმა უკ­რა­ი­ნა­ზე კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო მრა­ვა­ლი წე­ლია მა­მა­ცად უპი­რის­პირ­დე­ბა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა მსოფ­ლიო ერე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის ამ ღია აგ­რე­სი­ის პი­რის­პირ დგა­ნან. მინ­და ასე­ვე გარ­წმუ­ნოთ, რომ მტკი­ცედ ვდგა­ვართ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნის სა­და­რა­ჯო­ზე. მო­უთ­მენ­ლად ველი მომ­დევ­ნო წლებ­ში ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბის უწყვეტ გან­ვი­თა­რე­ბას” , - აღ­ნიშ­ნავს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.