როგორ და როდის თესავს ჯეჯილს ზურა შევარდნაძე? + რჩევები, რომლებიც ჯეჯილის დათესვამდე უნდა წაიკითხოთ | Allnews.Ge

როგორ და როდის თესავს ჯეჯილს ზურა შევარდნაძე? + რჩევები, რომლებიც ჯეჯილის დათესვამდე უნდა წაიკითხოთ

აღდგომის დღესასწაულისთვის თქვენს სუფრაზე რომ ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ.ბევრმა დიასახლისმა ჯეჯილის გახარება კარგად იცის, მაგრამ ყოველთვის მოიძებნებიან ახალბედები, რომლებსაც ამის გამოცდილება ჯერ არ აქვთ. „რეიტინგი“ ცნობილ ქართველ ფლორისტს, „გარდენია შევარდნაძის“ შემქნელს ზურაბ შევარდნაძეს ესაუბრა. სწორედ ის გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, როგორ გავახაროთ ჯეჯილი სააღდგომოდ.

ზურა შევარდნაძესთან შეხვედრისას, რა თქმა უნდა ხელიდან არ გავუშვით შანსი და მისგან ასევე საინტერესო რჩევები შევიტყვეთ, მათთვის ვისაც მებაღეობა იტაცებს.

- ბატონო ზურა, ახლა აღდგომა მოდის. ტრადიციის მიხედვით, სააღდგომო დეკორაციის განუყოფელი ნაწილია ჯეჯილი, როგორ უნდა გავახაროთ?

- ჯეჯილზე მე ახალი რა უნდა ვთქვა? მე არ მომწონს პატარა თეფშებზე დათესილი ჯეჯილი. დიდ სინებზე ვთესავ. სააღდგომო გამოფენას ვგეგმავთ „გარდენიაში“, ამიტომ გუშინ მოვიტანე ხორბალი, ძველი ლეიბი დავშალე და ორ დღეში დავთესავ ჯეჯილს სპილენძის სინებზე. ძალიან ლამაზია, მაგიდებზე ჯეჯილის დიდი მინდვრები. განაგრძეთ კითხვა

myquiz