საქართველო უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა - რა ინფორმაციას ავრცელებს "უკრაინის ფოსტა"? | Allnews.Ge

საქართველო უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა - რა ინფორმაციას ავრცელებს "უკრაინის ფოსტა"?

უკ­რა­ი­ნის­თვის 400 ტონა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თის მი­წო­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო 191 ქვე­ყა­ნას შო­რის პირ­ველ ად­გილ­ზეა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო ფოს­ტის “Ukrposhta“ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ამა­ვე უწყე­ბის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო იმ 14 ქვე­ყა­ნას შო­რი­საც და­სა­ხელ­და, რო­მე­ლიც ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ პი­რებს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას უფა­სოდ გა­აგ­ზავ­ნონ სა­ფოს­ტო გზავ­ნი­ლე­ბი (ამა­ნა­თე­ბი) უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მათ­თვის სა­სურ­ველ ად­რე­სა­ტებ­თან.

"უკრპოშ­ტის“ მო­ნა­ცე­მე­ბით, მე­ო­რე ად­გილ­ზეა რუ­მი­ნე­თი - 80 ტონა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თით, მე­სა­მე­ზე კი ბელ­გია 40 ტონა ტვირ­თით. უკ­რა­ი­ნის ფოს­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია 1-ლი აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მებს ასა­ხავს.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში პირ­ვე­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი თე­ბერ­ვალ­ში გა­იგ­ზავ­ნა. ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქვეყ­ნის ყვე­ლა რე­გი­ო­ნის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი­სა და მთავ­რო­ბის რე­გი­ო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბით, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი შეგ­როვ­და და უკ­რა­ი­ნა­ში გა­იგ­ზავ­ნა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ.

უკ­რა­ი­ნელ­თა და­სახ­მა­რებ­ლად ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი შე­აგ­რო­ვა და უკ­რა­ი­ნა­ში გა­აგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა, თბი­ლი­სის მე­რი­ამ, სა­პატ­რი­არ­ქომ, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ.

გარ­და ამი­სა, მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ა­გენ­ტომ "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ კამ­პა­ნია "აწარ­მოე უკ­რა­ი­ნის­თვის“ წა­მო­ი­წყო, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­ე­ბუ­ლი ან მათ მიერ შე­ძე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბის პრო­დუქ­ცია უკ­რა­ი­ნა­ში სამ ეტა­პად გა­იგ­ზავ­ნა.

უკ­რა­ი­ნა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თე­ბის გაგ­ზავ­ნა ლო­გის­ტი­კუ­რად "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტამ“ უზ­რუნ­ველ­ყო უკ­რა­ი­ნის ფოს­ტას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. ამას­თან, “სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტამ“ და­ი­წყო კამ­პა­ნია და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­გან, უფა­სოდ აგ­ზავ­ნის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ფოს­ტო გზავ­ნი­ლებს უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ასე­ვე, “სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის” თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო ფოს­ტის “Ukrposhta” თა­ნამ­შრომ­ლებს, სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად, გა­უგ­ზავ­ნეს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ამა­ნა­თი.

უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით, სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბის პრო­დუქ­ცია, მათ შო­რის საკ­ვე­ბი და სას­მე­ლი პრო­დუქ­ცია, პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი გა­აგ­ზავ­ნა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.