დღეიდან საქართველოში რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა ამოქმედდა: რას გულისხმობს სიახლე | Allnews.Ge

დღეიდან საქართველოში რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა ამოქმედდა: რას გულისხმობს სიახლე

დღე­ი­დან ექი­მი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ წა­მა­ლი მხო­ლოდ გე­ნე­რი­კუ­ლი, ანუ სა­ერ­თა­შო­რი­სო და­სა­ხე­ლე­ბით გა­მო­წე­როს და მას შემ­დეგ რაც ექი­მი გა­მო­წერს რე­ცეპტს, ფარ­მა­ცევ­ტი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მო­ქა­ლა­ქეს 3 ყვე­ლა­ზე იაფი წა­მა­ლი შეს­თა­ვა­ზოს, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ფორ­მა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯი­ბე­ზე და და­ნა­ხარ­ჯებ­ზე აი­სა­ხე­ბა.

"დღე­ი­დან რე­ცეპ­ტის გა­მო­წე­რა მხო­ლოდ გე­ნე­რი­კუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბით მოხ­დე­ბა. დღე­ი­დან ექი­მი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ წა­მა­ლი მხო­ლოდ გე­ნე­რი­კუ­ლი ანუ სა­ერ­თა­შო­რი­სო და­სა­ხე­ლე­ბით გა­მო­წე­როს და არა, რო­მე­ლი­მე მწარ­მო­ებ­ლის ბრენ­დის მი­ხედ­ვით. ეს ნიშ­ნავს, რომ ფარ­მა­ცევ­ტი მომ­ხმა­რე­ბელს, ჩვენს მო­ქა­ლა­ქეს გე­ნე­რი­კუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ე.წ. პო­ზი­ტი­უ­რი სი­ი­დან 3 ყვე­ლა­ზე იაფ წა­მალს შეს­თა­ვა­ზებს, ეს იქ­ნე­ბა მისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. მას შემ­დეგ რაც ექი­მი გა­მო­წერს რე­ცეპტს, ფარ­მა­ცევ­ტი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ მო­ქა­ლა­ქეს 3 ყვე­ლა­ზე იაფი წა­მა­ლი შეს­თა­ვა­ზოს.

ამის შემ­დეგ მო­ქა­ლა­ქე თა­ვად გა­და­წყვეტს თუ რო­მე­ლი წა­მა­ლი შე­ი­ძი­ნოს. ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნი არის რომ გე­ნე­რი­კუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბის და­ნერგვით, რის­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ექი­მე­ბის და ფარ­მა­ცევ­ტე­ბის მხრი­დან არ­სე­ბობს, შე­საძ­ლო ბრენ­დუ­ლი, კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის, თუ მწარ­მო­ებ­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ლო­ბი­რე­ბა, არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მარ­კე­ტინ­გი და წამ­ლებ­ზე ფა­სე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი ზრდა, იქ­ნე­ბა და­ზღვე­უ­ლი. ამით პრაქ­ტი­კუ­ლად აღ­მო­ი­ფხვრე­ბა ეს რის­კი და ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბა. ეს, რა თქმა უნდა, და­ეხ­მა­რე­ბა იმ პრო­ცესს, რო­მე­ლიც ჩვენ და­ვი­წყეთ, თურ­ქე­თი­დან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­მო­ტა­ნას და ზო­გა­დად ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე სი­ტუ­ა­ცია რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვლე­ბა. ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­მარ­თლი­ა­ნად შეს­თა­ვა­ზე­ბენ მე­დი­კა­მენ­ტებს. მე იმე­დი მაქვს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ფორ­მა იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი და რაც მთა­ვა­რია ჩვენს ხალ­ხს, მათ კე­თილ­დღე­ო­ბას წა­ად­გე­ბა და მათ ჯი­ბე­ზე და და­ნა­ხარ­ჯებ­ზე აი­სა­ხე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯე­ბი ექ­ნე­ბათ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე. არა ერთი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღეთ, რომ თუ ადა­მი­ანს მე­დი­კა­მენ­ტის შე­ძე­ნა­ში ეხარ­ჯე­ბო­და 300-400 ლარი თვე­ში, ახლა ეს თან­ხა არის გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლი კი არა კი­დევ უფრო მე­ტად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი - 60,70,80%-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი ფა­სე­ბი, რაც ძა­ლი­ან კე­თი­ლი საქ­მეა.

რე­ცეპ­ტე­ბის გე­ნე­რი­კე­ბით გა­მო­წე­რა მოქ­მე­დებს ყვე­ლა ნორ­მა­ლურ, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ში“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

გარ­და ამი­სა, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დღე­ი­დან, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რე­ცეპ­ტი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ხით - ქა­ღალ­დზე აღარ გა­ი­ცე­მა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, მსგავ­სი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­წე­რა მხო­ლოდ ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით მოხ­დე­ბა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამ ცვლი­ლე­ბით ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვი მოხ­მა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ი­ზღუ­დე­ბა.

"რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ბა­ტონ მი­ნისტრს და­ვა­ვა­ლე, რომ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი და მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­წე­რის წესი უნდა გამ­კაცრ­დეს და ზო­გა­დად, ცირ­კუ­ლა­ცია ამ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის. ეს უკავ­შირ­დე­ბა ნარ­კო­მა­ნი­ას, არა­ჯან­საღ ცხოვ­რე­ბის წესს და უამ­რავ სხვა უბე­დუ­რე­ბას, რო­მე­ლიც რა თქმა უნდა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენ მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა. ამი­ტომ, ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით და ვართ, რომ ეს სა­კი­თხიც დაგ­ვე­რე­გუ­ლი­რე­ბი­ნა. ამი­ტომ, დღე­ი­დან, ამ ჯგუ­ფის პრე­პა­რა­ტე­ბის რე­ცეპ­ტი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ხით ქა­ღალ­დზე აღარ გა­ი­ცე­მა და მისი გა­მო­წე­რა მხო­ლოდ ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით მოხ­დე­ბა. ამ ცვლი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ი­ზღუ­დე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვი მოხ­მა­რე­ბა, როცა ადა­მი­ა­ნი მი­დის და არა­მიზ­ნობ­რი­ვად მო­იხ­მარს ამ ფსი­ქოტ­რო­პულ მე­დი­კა­მენ­ტებს, რაც საფრ­თხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას, სი­ცო­ცხლეს და მათი ცხოვ­რე­ბის წესს აუ­ა­რე­სებს. ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და­უშ­ვე­ბე­ლია, ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე გა­ი­ცე­მო­დეს, ნე­ბის­მი­ე­რი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტმა უნდა მი­ი­ღოს ექი­მის რჩე­ვით და ეს უკონ­ტრო­ლო მოხ­მა­რე­ბა და თვით­მკურ­ნა­ლო­ბა, თუ ამას მკურ­ნა­ლო­ბა ჰქვია, და­ღუპ­ვაა, ადა­მი­ა­ნე­ბი ისე მო­იხ­მა­რენ ყო­ველ­გვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე, ეს იწ­ვევს სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­მოქ­ცე­ვა­ზე გამ­კაც­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი მოქ­მე­დებს, წამ­ლე­ბის შე­ძე­ნა ექი­მის მიერ გა­მო­წე­რი­ლი რე­ცეპ­ტის გა­რე­შე აკ­რძა­ლუ­ლია, თუმ­ცა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფორ­მის რე­ცეპ­ტით გა­კონ­ტრო­ლე­ბა გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სწო­რედ ამი­ტომ, ელექტრო­ნუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მუდ­მივ რე­ჟიმ­ში გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­გორც მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გამ­ცე­მი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, ასე­ვე რე­ცეპ­ტის გა­მომ­წე­რი ექი­მე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბაც. ჩვე­ნი მი­ზა­ნი უნდა იყოს ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ბრუნ­ვის სრუ­ლი სუ­რა­თის გა­ციფ­რუ­ლე­ბა, მე­დი­კა­მენ­ტის ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნის მო­მენ­ტი­დან პა­ცი­ენტზე გა­ცე­მამ­დე, მთე­ლი ეს ჯაჭ­ვი, პრო­ცე­სი რომ გა­მარ­ტივ­დეს, ამავდრო­უ­ლად, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, მო­ნი­ტო­რინ­გი და გამჭვირ­ვა­ლო­ბა რომ გა­უ­ად­ვილ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს და რაც მთა­ვა­რია, კონ­ტრო­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის მი­მოქ­ცე­ვის სრულ პრო­ცეს­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.