"ჩვენი ახალგაზრდები საქართველოში გადადიან საცხოვრებლად და ეს არ მიკვირს" - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე | Allnews.Ge

"ჩვენი ახალგაზრდები საქართველოში გადადიან საცხოვრებლად და ეს არ მიკვირს" - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე

"გთხოვთ, რო­გორ­მე შე­ა­ჩე­რეთ ფა­სე­ბის არა­რე­ა­ლუ­რი ზრდა, თო­რემ მე და ჩემს შვი­ლებს ული­მი­ტო დი­ე­ტა­ზე მოგ­ვი­წევს ყოფ­ნა", - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავს ფა­ტი­მა ბჟა­ნია აფხა­ზე­თის ე.წ.ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. მის თხოვ­ნა-მი­მარ­თვას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი უერ­თდე­ბა. ნა­წი­ლი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გაზ­რდი­ლი ფა­სე­ბის გამო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვას და შე­სა­ბა­მი­სი "მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის" შექ­მნას ითხოვს, რო­მე­ლიც ფა­სებს გა­ა­კონ­ტრო­ლებს.

ე.წ. ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ქრის­ტი­ნა ოზ­გა­ნის თქმით, სურ­სა­თის მა­რა­გი არ­სე­ბობს და არც პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლია. abkhaz-auto.ru-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სურ­სა­თის დე­ფი­ცი­ტი არ შე­იქ­მნე­ბა, რად­გან ეს სა­კი­თხი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად კონ­ტროლ­დე­ბა და რო­გორც ხე­დავთ, აფხა­ზეთ­თან, რო­გორც მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნას­თან მსგავ­სი რამ გა­მო­რი­ცხუ­ლია. ამი­ტომ მიგ­ვაჩ­ნია, რომ სურ­სა­თის შე­მო­ტა­ნის პრო­ცესს, ისე, რომ მა­რა­გე­ბი არ ამო­ი­წუ­როს, გა­ვა­კოტ­რო­ლებთ", - აცხა­დებს ოზ­გა­ნი.

მი­სი­ვე თქმით, რაც შე­ე­ხე­ბა, ფა­სებს ზრდას, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­ვე, "რუ­სე­თის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს გარ­და­უ­ვა­ლია. აფხა­ზეთ­ში კი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, ამი­ტომ, ფა­სე­ბიც გა­ი­ზარ­და", - აღ­ნიშ­ნა მან.

"მი­ნის­ტრის" გან­ცხა­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის კი­დევ უფრო ზრდის მა­ნიშ­ნებ­ლად მი­იჩ­ნი­ეს. სო­ხუ­მე­ლი ლელა ჭა­ნია წერს, რომ "ხალ­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის დროს სჭირ­დე­ბა. ყვე­ლა მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ბიზ­ნე­სი აქვს და მათ შე­მო­სავ­ლებს ფა­სე­ბის მა­ტე­ბა არ შე­ე­ტყო­ბათ... მა­ღა­ზი­ებ­სა და აფ­თი­ა­ქებ­ში ფა­სე­ბი არა­ფერს აწე­რია, მხო­ლოდ და­ან­გა­რი­შე­ბის დროს იგებ რამ­დე­ნი გაქვს გა­და­სახ­დე­ლი, ამას მო­ლა­რე თა­ვად წყვეტს და თუ აღ­შფოთ­დი, გა­ო­ცე­ბუ­ლი გი­ყუ­რებს, - არ იცით მსოფ­ლი­ო­ში რა ხდე­ბა?!. ჯო­ბია ამ ფას­ში იყი­დოთ, მალე ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უფრო გაძ­ვირ­დე­ბაო. არა­და, დო­ლა­რის ფასი და­ე­ცა, რუბლმა იმა­ტა, მაგ­რამ ფა­სე­ბი მა­ინც მა­ტუ­ლობს. ბა­რემ პირ­და­პირ გვი­თხა­რით, აქე­დან წა­დი­თო", - ამ­ბობს ლია შა­ნა­ვა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz