ექიმებმა 13 სახეობის კიბოს განვითარების რისკის შემამცირებელი საშუალებები დაასახელეს | Allnews.Ge

ექიმებმა 13 სახეობის კიბოს განვითარების რისკის შემამცირებელი საშუალებები დაასახელეს

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის (NHS) ექიმებმა განაცხადეს, რომ ადამიანთა დაახლოებით ნახევარს ცხოვრების განმავლობაში უვითარდება კიბოს რომელიმე ფორმა.

ისინი აღნიშნავენ, რომ კიბოს ყველა სახესხვაობის პრევენცია და თავიდან აცილება შე­უძლებელია, თუმცა არსებობს მისი გამოვლინების რისკის დაქვეითების შესაძლებლობა.

13 ტიპის კიბოს განვითარების რისკის შემცირების ძირითადი საშუალება არის ცხოვრების აქტიური წესი. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აქტიურობა გვეხმარება წონის კლებასა და ნორმის ფარგლებში მის შენარჩუნებაში. რეგულარული ვარჯიში მნიშვნელოვნად ამცირებს მკერდისა და ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.

ხანგრძლივი წოლა და მთელი დღის განმავლობაში ჯდომა მავნებელია ჯანმრთელობისთვის.

Mkurnali.ge

myquiz