ყველაზე ხელმომჭირნე მილიონერი ვარსკვლავები, რომლებიც ფულს ყველაფერზე ზოგავენ | Allnews.Ge

ყველაზე ხელმომჭირნე მილიონერი ვარსკვლავები, რომლებიც ფულს ყველაფერზე ზოგავენ

ძალიან დიდი ფინანსური რესურსის მქონე ადამიანებს ხშირად თავის შეკავება უჭირთ და უამრავ ნივთს ყიდულობენ. თუმცა, ყველა მდიდარი და ცნობილი ადამიანი არ არის მზად, ასე მარტივად დაემშვიდობოს თავისი შრომით გამომუშავებულ მილიონებს. ზოგი კი მეორე უკიდურესობამდე მიდის და ელემენტარულ ნივთებზეც კი იწყებს თანხის დაზოგვას.ჰოლივუდში არიან ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის წინ და ზედმეტი სტრესის გარეშე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ფულს, ისევე როგორც ბედნიერებას, უყვარს სიჩუმე და ჯობს, მშვიდად ჰქონდეთ საბანკო ანგარიშებზე. გლამურული ცხოვრების წესის ნაცვლად, ისინი ფულს მუდმივად ზოგავენ და მოკრძალებულად ცხოვრობენ, აგროვებენ ფასდაკლების კუპონებს, ყიდულობენ ეკონომ კლასის მაღაზიებში, იყენებენ მეორად მანქანებსა და ნივთებს:

ჯენიფერ ლოურენსი

1-1649415162.jpeg

ჯენიფერ ლოურენსის ქონება 130 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

ითვლება, რომ შთამბეჭდავი ჰონორარი და მსოფლიო პოპულარობა უარყოფითად აისახება მსახიობებზე, მაგრამ ჯენიფერ ლოურენსს ვარსკვლავური "მანია" არ ემუქრება. ოსკაროსანი მსახიობი ძალიან მოკრძალებული შემოსავლით მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა, ამიტომ დიდ ხარჯებს არ არის მიჩვეული და თანხას მაინც ბევრ რამეზე ზოგავს. ჯენიფერს თითქმის ყველაფრის საშუალება აქვს: თითოეული ფილმისთვის ის თითქმის 10 მილიონ დოლარს იღებს. Dior-ის მოდის სახლთან სარეკლამო კონტრაქტს ასევე შთამბეჭდავი ჰონორარი მოაქვს. თუმცა, როგორც ლოურენსი ამბობს, ფასდაკლების კუპონებს აგროვებს და ისევე, როგორც ბევრი ჩვენგანი, საყიდლებზე მაშინ მიდის, როდესაც სწორედ ფასდაკლების დღეებია. მას არ ჰყავს დამხმარე, თავად მიდის მაღაზიაში, ბაზრობებზე, სუპერმარკეტებში და საჭირო ნივთებსა და პროდუქტებს ყიდულობს.

"ბავშვობიდან ვიცი, რომ ფულს სულ სხვა ფასი აქვს და ამის გაცნობიერება ყველას მარტივად არ შეუძლია. დიახ, მე შემიძლია პატარა შოკოლადი 6 დოლარად შევიძინო, მაგრამ ეს არასწორია - მას კუთხის მაღაზიაში უფრო დაბალი ფასი აქვს." - განუცხადა ჯენიფერ ლოურენსმა ერთ-ერთ ბრიტანულ ჟურნალს. განაგრძეთ კითხვა

სარა ჯესიკა პარკერი

26042017-sarah-jessica-parker-1649415209.jpg

მსახიობის ქონება 90 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

სარა ჯესიკა პარკერი, მისი ეკრანული გმირის, ქერი ბრედშოუსგან განსხვავებით, არ არის მიჩვეული, ბოლო თეთრებიც კი ძვირად ღირებულ ფეხსაცმელზე და მდიდრულ მოგზაურობებზე დახარჯოს. პირიქით, მსახიობი ძალიან ეკონომიურია, მიუხედავად იმისა, რომ საბანკო ანგარიშებზე სოლიდური თანხა აქვს. სარა ფულის დაზოგვას ჯერ კიდევ ბავშვობაში შეეჩვია - მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა, სადაც, მის გარდა, კიდევ შვიდი შვილი იზრდებოდა. ოჯახისთვის შვილების გამოკვება, კომუნალური ხარჯების დაფარვა დიდი გამოწვევა იყო. ხშირად სანთლის შუქზეც მეცადინეობდნენ.

განაგრძეთ კითხვი

myquiz