“არ მაქვს ის პრობლემა, თითქოს, თბილისელი, მუხლებდალურჯებული გოგონა მოსკოველ ქალბატონად იქცა, რომელმაც დაივიწყა საკუთარი წარსული"-თინა კანდელაკი | Allnews.Ge

“არ მაქვს ის პრობლემა, თითქოს, თბილისელი, მუხლებდალურჯებული გოგონა მოსკოველ ქალბატონად იქცა, რომელმაც დაივიწყა საკუთარი წარსული"-თინა კანდელაკი

ქართული წარმომავლობის ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი უკვე წლებია, მოსკოვში ცხოვრობს და კრემლის პოლიტიკასაც ღიად უჭერს მხარს. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებდა და უკრაინაში შეჭრას აკრიტიკებდა, კანდელაკმა დონბასისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღსანიშნავ კონცერტზე საზოგადოებას მიმართა და პუტინს მხარი დაუჭირა.

"ახალი დღე დადგა, მოდი, გავიხსენოთ კრიტიკული აზროვნების წესები:

1. არ დაუჯეროთ ტყვეების ფოტოებსა და ვიდეოებს. არის მაგალითები იმისა, რომ პირობითად, რუსული ქურთუკი უკრაინელ სამხედროს ზემოდან აცვია. ეს სასაცილოა, თუმცა ყველა ვერ ხვდება.

2. ახლა უკვე ნათელია, კიდევ ერთხელ, თუ ვინ არის მოღალატე. არ ვიტყვი, "ტელეგრამ"-არხებისა და სატელევიზიო არხების სიას, თუმცა "თეთრი ძაფი მათ უჩანთ, როგორც თეთრი ზონარი".

3. ვიდეოები ყვირილითა და ტირილით: ააა, ისინი კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას - ვირუსია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ თავგზა აგიბნიოთ. ამ სიყალბის ავტორებმა კარგად იციან თქვენი სუსტი წერტილი.

4. ეცადეთ, შეინარჩუნოთ ცივი გონება და ნუ ახდენთ საკუთარი თავის გადაბირებას, ნუ გახდებით ანგლოსაქსური პროპაგანდის მსხვერპლი. ხან სასარგებლოა საკუთარ თავს უთხრათ - მე არაფერი ვიცი, ვიდრე, თქვენთვის გამზადებული ტყუილი იცოდეთ", - დაწერა სოციალურ ქსელში თინა კანდელაკმა უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღეს.

მან მხარდაჭერა გამოუცხადა რუს სპორტსმენებსაც, რომლებმაც უკრაინაში მიმდინარე ვითარების გამო, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება დაკარგეს:

"მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო რუს სპორტსმენებს ამ რთულ დროს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავის ლოზუნგს უღალატა - „სპორტი პოლიტიკის მიღმა.“

ამას მშვიდად ვერ ვუყურებ. 6 წელია სპორტულ არხს ვხელმძღვანელობ. ოდესმე, როცა ყველაფერი დალაგდება და დაწყნარდება, სპორტი იქნება ის, რაც კვლავ გაგვაერთიანებს. სპორტსმენები იქნებიან პირველები, რომლებიც გარე სამყაროსთან ინტეგრირებას დაიწყებენ”.

“დიახ, მე არ ვარ ამ ომში რუსეთის არმიის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მინდა მშვიდობიანი გადაწყვეტა.

მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი კიევში და ვიყავი უკანასკნელი ადამიანი, ვისაც სურდა უკრაინული მხარის ყველა ინფორმაცია გადმოეცა.

განაგრძეთ კითხვა