რუსი ინფლუენსერები შანელის ჩანთებს ჭრიან (ვიდეო)- "თუ შანელი არ სცემს პატივს საკუთარ კლიენტებს, ჩვენ რატომ უნდა ვცეთ პატივი მას?"
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, რუსეთის ბაზარი უამრავმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა. მათ შორის არის შანელიც.
ცოტა ხნის წინ კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ პროდუქციის მიყიდვა აკრძალა იმ რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბრენდის პროდუქციის რუსეთში წაღებასა და გამოყენებას აპირებენ.
შენელის გადაწყვეტილებას რამდენიმე რუსი ინფლუენსერის კრიტიკა მოჰყვა, მათი თქმით, შანელი საკუთარ კლიენტებს პატივს არ სცემს.
მათ შორის არის ვიქტორია ბონია, რომელსაც ისტაგრამზე 9.3 მილიონი გამომწერი ჰყავს. მან შანელის ჩანტა მაკრატლით დაჭრა და ვიდეო ინსტაგრამზე ატვირთა.
მას შეუერთდა მსახიობი და ტელეწამყვანი მარინა ერმოშკინა.
„მე ვეწინააღმდეგები რუსოფობიას და ვეწინააღმდეგები ბრენდს, რომელიც რუსოფობიას უჭერს მხარს. შანელი აქსესუარია, აქსესუარების კომპანიაა, რომელმაც გადაწყვიტა, დაამციროს ხალხი, ჩემი თანამემამულეები და წარმომავლობის გამო მათ დისკრიმინაციულად მოექცეს, რასაც არ ავიტან.“-აცხადებს ის.