"მადლობა საქართველო!" - უკრაინის პარლამენტი რუსთაველის გამზირზე, ბუჩაში დაღუპულთა პატივის მისაგებად გამართულ აქცია-პერფორმანსს ეხმაურება | Allnews.Ge

"მადლობა საქართველო!" - უკრაინის პარლამენტი რუსთაველის გამზირზე, ბუჩაში დაღუპულთა პატივის მისაგებად გამართულ აქცია-პერფორმანსს ეხმაურება

უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რადა, სა­ქარ­თვე­ლო­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ბუ­ჩა­ში, რუ­სე­თის შე­მოჭ­რის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლე­ბის­თვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად გა­მარ­თულ აქ­ცია-პერ­ფორ­მანსს "ტვი­ტე­რის" გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლის ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მად­ლო­ბას უხ­დის.

"მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რას გრძნო­ბენ", - ნათ­ქვა­მია უმაღ­ლე­სი რა­დას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ბუ­ჩა­ში, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ მოკ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად, აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სი გა­ი­მარ­თა, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი, ბუ­ჩა­ში გარ­დაც­ვლი­ლე­ბის მსგავ­სად, მი­წა­ზე ხე­ლებ­შეკ­რუ­ლი დაწ­ვნენ.