რა ღირს ვოლოდიმირ ზელენსკის ფეხსაცმელი, რომელსაც სოციალურ ქსელში განიხილავენ
უკრაინისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ახლა ურთულესი ვითარებაა. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადამიანების ინტერესის მთავარი ობიექტია. ბოროტებასთან ომში ჩაბმულ პრეზიდენტს მთელი ცივილური სამყარო გულშემატკივრობს.
ადამიანები აკვირდებიან ყველა შტრიხს, რაც ზელენსკის უკავშირდება. აღნიშნავენ, თუ როგორ შეეცვალა მას გამომეტყველება ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე, როგორი განსხვავებულია მსოფლიოს ქვეყნების სხვა ლიდერებისგან, რომ გამოირჩევა პირდაპირი, ხისტი განცხადებებითა და უბრალოებით.
აკვირდებიან იმასაც თუ რა აცვია პრეზიდენტს - მისი ხაკისფერი მაისური მსოფლიოს პოლიტიკურ მოდადაც კი დამკვიდრდა და ზელენსკის ჩაცმის სტილს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც კი ბაძავს. ამჯერად ყურადღება მიიპყრო ვოლოდიმირ ზელენსკის ფეხსაცმელმა. ბუჩაში ჩასულ პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს ერთნაირი, თუმცა სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელი ეცვათ.
ეს არის Saucony-ის სპორტული ფეხსაცმელი, რომლის ორიგინალიც farfetch.com-ზე 211 დოლარად იყიდება,
ონლაინ გაყიდვის ზოგიერთ საიტზე კი მისი შეძენა უფრო ნაკლებ ფასად, ზოგან 50 დოლარადაც კია შესაძლებელი. განაგრძეთ კითხვა
იხილეთ:
რა ღირს Prada-ს ფეხსაცმელი, რომელიც რამზან კადიროვს ეცვა
რა ღირს მოთხილამურის ქურთუკი, რომელიც კალაძეს გზის გაწმენდის სამუშაოების დათვალიერებისას ეცვა