რა საფრთხეებს შეიცავს ონკანის წყალი და რამდენად საშიშია ის ორგანიზმისთვის | Allnews.Ge

რა საფრთხეებს შეიცავს ონკანის წყალი და რამდენად საშიშია ის ორგანიზმისთვის

არსებობს უამრავი მოსაზრება იმის თაობაზე, როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა. ერთნი ფიქრობენ, რომ, უწინარეს ყოვლისა, კვება უნდა მოვიწესრიგოთ, მეორენი მიიჩნევენ, რომ ყველა დაავადების მიზეზი დაბინძურებული ჰაერია.ცხადია, ყველა ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი სხეულის 70% წყალია. იმაზე, თუ რით შევივსებთ წყლის მარაგს, უფრო მეტია დამოკიდებული, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ფაქტორზე ერთად. ონკანის წყალი პირობითად თუ ჩაითვლება სასმელად. თუ მოვინდომებთ, მასში მენდელეევის სისტემის ყველა ელემენტს აღმოვაჩენთ, თუმცა არცთუ სანუგეშო პროპორციით...

წყლის ხარისხი

წყლის საბოლოო ხარისხი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. უწინარეს ყოვლისა, კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილში მოსული ნალექის ოდენობასა და შემადგენლობაზე. სწორედ ის ამდიდრებს წყალს მტვრით, ბაქტერიებით, სოკოს სპორებით და სხვა უხსნელი ნაწილაკებით (სუფთა წყალი, მოგეხსენებათ, მხოლოდ წყალბადისა და ჟანგბადისაგან შედგება). ამას დაუმატეთ ის არასახარბიელო წვლილიც, რომელიც წყლის დაბინძურებაში ქარხნის მილებს, ავტომობილებსა და ქიმიურ ნივთიერებათა სხვა წყაროებს შეაქვთ.

მათი "ცხოველქმედების" ნაყოფი უმთავრესად ორგანული გამხსნელები, აზოტისა და გოგირდის ოქსიდებია. მათივე მეშვეობით წყალში შეიძლება მოხვდეს სპილენძის, ტყვიის, თუთიის, სტრონციუმისა და სხვა მძიმე მეტალების იონები. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ მათ შესწევთ უნარი, ორგანიზმში დაგროვდნენ და მეტად მძიმე დაავადებები გამოიწვიონ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz