როგორია შარტავას ქუჩაზე დაშავებული ბავშვის მდგომარეობა?
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა, დადებითი დინამიკა შეინიშნება - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განგვიცხადეს.
"ბავშვს შემოყვანისას დაზიანებული ჰქონდა გულ-მკერდის არე, მუცლის ღრუ, ამპუტირებული აქვს მარჯვენა ფეხის კიდური და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა დადებითი დინამიკა შეინიშნება." - გვითხრეს კლინიკაში.
8 წლის ბავშვს ავტომობილი 31 მარტს დაეჯახა და ის ამ დრომდე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში მკურნალობს.