რა ქონებით ტოვებს დავით ზალკალიანი ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტს | Allnews.Ge

რა ქონებით ტოვებს დავით ზალკალიანი ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტს

დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს და აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება.

,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ზალკალიანი, რომელიც 2018 წლიდან ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტს იკავებდა.

ზალკალიანს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს, მიმდინარე წლის 10 თებერვალს აქვს შევსებული.

დეკლარაციის მიხედვით, დავით ზალკალიანის ოჯახის ქონება მთლიანად მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული. თამარ ქემოკლიძე ფლობს ლისზე მუხაწყაროს -2 -ის ტერიტორიაზე 150 კვ.მ საცხოვრებელ სახლს, რომელიც 2002 წელს იყიდა. იმავე წელს, იმავე მისამართზე 2500 ლარად იყიდა 600 კვ.მ მიწა. 2020 წელს კი,იგივე ტერიტორიაზე 2 მიწის ნაკვეთი მიიღო 100%-იან მფლობელობაში საკუთრების უფლების აღიარების კომისიით.

განაგრძეთ კითხვა

myquiz