პერფორმანსი უკრაინაში დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად - საქართველოს პარლამენტთან საბავშვო ფეხსაცმელები მიიტანეს | Allnews.Ge

პერფორმანსი უკრაინაში დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად - საქართველოს პარლამენტთან საბავშვო ფეხსაცმელები მიიტანეს

უკ­რა­ი­ნა­ში ომის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან 145 ფეხ­საც­მე­ლი მი­ი­ტა­ნეს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან უკ­რა­ი­ნა­ში ომის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად სიმ­ბო­ლუ­რი აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან 145 წყვი­ლი ფეხ­საც­მე­ლია მი­ტა­ნი­ლი ნიშ­ნად იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ომს უკვე 145 ბავ­შვის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

277462785-4850550931733677-759846868308242804-n-46631-1648632025.jpg

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ხუთი მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია, ესე­ნი არი­ან: თიკო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი, თა­მარ ღვი­ნი­ა­ნი­ძე, ეკა ქა­და­გიშ­ვი­ლი, ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი და მაკა ფან­ქვე­ლაშ­ვი­ლი.

277562527-4850550915067012-1636154015886848064-n-46619-1648632039.jpg

"ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი და ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი იყო ის, რომ დღეს უკვე 145 მოკ­ლუ­ლი ბავ­შვია, ეს არის სწო­რედ იმის სიმ­ბო­ლო, რომ 145 ფეხ­საც­მე­ლი დევს, და­წყე­ბუ­ლი ჩვი­ლე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ასე­ვე არი­ან ომის მსხვერ­პლნი, დამ­თავ­რე­ბუ­ლი 18 წლამ­დე ბავ­შვე­ბის. რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ი­გეგ­მა ეს აქ­ცია, მა­შინ 115 მოკ­ლუ­ლი ბავ­შვი იყო და მა­ნამ, სა­ნამ ჩვენ ფეხ­საც­მე­ლე­ბი შე­ვაგ­რო­ვეთ, ყო­ველ­დღე ვხე­დავ­დით, რო­გორ იც­ვლე­ბო­და ცნო­ბე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორ ვა­მა­ტებ­დით და ვა­მა­ტებ­დით ფეხ­საც­მე­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და თიკო ფე­იქ­რიშ­ვილ­მა.