როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად მზესუმზირის და ზეითუნის ზეთი?
ზეთი - ადამიანის ყოველდღიური რაციონის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია სადილის მომზადება. მას ვიყენებთ პროდუქტების შესაწვავად და სალათებშიც. უხარისხო ზეთი კი არამხოლოდ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ის შეიძლება მომაკვდინებელიც აღმოჩნდეს. რა უნდა ვიცოდეთ ზეთის შესახებ, რომელი ზეთია უკეთესი და როგორ უნდა გავარჩიოთ ნამდვილი მცენარეული ზეთი, ფალსიფიცირებულისგან? - ამ კითხვებზე პასუხს გაგცემთ PALITRANEWS-ის გადაცემა "არცოდნა აკრძალულია".
მზესუმზირის ზეთი პოლიუჯერულ ცხიმოვან მჟავებს წარმოადგენს. ის მდიდარია ომეგა 6-ით, თუმცა მასში ნაკლებია ომეგა-3, რომელიც ყველაზე სასარგებლო ცხიმოვანი მჟავაა და განსაკუთრებულად ბევრია ზეითუნის ზეთში.
რამდენად მნიშვნელოვანია ომეგა 6 ჩვენი ორგანიზმისთვის? და რისთვისაა კარგი?
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ამცირებს დეპრესიას, ინსულინრეზისტენტოპის, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის, ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, თრომბოზის, დისლიპიდემიის, ანთებითი პროცესების (მაგ. სახსრებში) განვითარების რისკს, ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას და განვითარებას. აგრეთვე, ამ მიზეზების გამო, ისინი აუცილებელია ორსულთათვის, ნაყოფის ტვინის და თვალების ფორმირების პროცესში.
ომეგა-6 ცხიმოვანი ანუ ლინოლის მჟავა, ასევე, აუცილებელია თქვენი ორგანიზმისთვის. ის შედის მცენარეული ზეთების უმეტესობაში, მაგრამ ორგანიზმისთვის იმდენად საჭირო არაა, როგორც ომეგა-3. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ ომეგა-6 ცხიმების ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება სიმსივური უჯრედების ზრდა დააჩქაროს.
- ომეგა 3-სა და ომეგა 6-ის გარდა, მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთებში უამრავი სასარგებლო ნივთიერება და ვიტამინი შედის. ზეთის მიღება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი სწორად გამოყენება. მაშ ასე დავიწოთ მზესუმზირის ზეთით.
- პირველ რიგში იცოდეთ, მზესუმზირის ზეთის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ვადა. შეფუთვაზე აუცილებლად უნდა ეწეროს არამხოლოდ ჩამოსხმის, არამედ მისი დამზადების თარიღიც, თუ ბოთლზე ზეთის მხოლოდ ჩამოსხმის თარიღი წერია, იცოდეთ, არჩევანი გააკეთეთ მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით გამოშვებულ პროდუქციაზე, რადგან სწორედ ამ თვეებში ხდება მზესუმზირის მოსავლის აღება და მისგან ზეთის წარმოება.
- ზეთი, რომელსაც აწერია "შეიცავს ე ვიტამინს", ან "არ შეიცავს ქოლესტერინს", იცოდეთ, ეს მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია თქვენი ყურადღების მისაქცევად, რადგან ნებისმიერი მზესუმზირის ზეთი, მიუხედავად ხარისხისა, შეიცავს ე ვიტამინს და არცერთ ზეთში ისედაც არ არის ქოლესტერინი.
- ბრენდირებული მზესუმზირის ვადა 1 წელია. მაქსიმუმ 4-5 თვე აქვს ვადა არარაფინირებულ, ბაზარში შეძენილ, ჩამოსასხმელ ზეთს. სამაგიეროდ მასში ბოლომდეა შენარჩუნებული ყველა სასარგებლო თვისება, რაც მზესუმზირის ზეთს გააჩნია. რაფინირება, ზეთის გაწმენდის ტექნოლოგიაა, რომლის გამოყენებითაც ზეთი იწმინდება არამხოლოდ ცხიმოვანი მჟავებისგან და მზესუმზირის მკვეთრი გემოსაგან და სუნისგან, ის კარგავს ჯანმრთელობისთვს აუცილებელ თითქმის ყველა კომპონენტს. ისმის კითხვა რა საჭიროა ზეთის რაფინირება, თუკი ის ასეთ მდგომარეობაში სასარგებლო არ არის? მზესუმზირის ზეთს ძირითადად სხვადასხვა პროდუქტის შესაწვავად იყენებენ. გაცხელებისას კი მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავები კანცეროგენულ ნივთიერებებად გადაიქცევა. რაფინირებისას კი ზეთი ცხიმოვანი მჟავენისგან იწმინდება და კანცეროგენების წარმოქმნის რისკიც იკლებს.