"ჩემი ცოლის სახელს შენი საძაგელი პირით ნუ ამბობ!" - სკანდალი "ოსკარის" გადაცემის ცერემონიაზე: უილ სმიტმა კრის როკს სილა გააწნა | Allnews.Ge

"ჩემი ცოლის სახელს შენი საძაგელი პირით ნუ ამბობ!" - სკანდალი "ოსკარის" გადაცემის ცერემონიაზე: უილ სმიტმა კრის როკს სილა გააწნა

"ოს­კა­რის“ რი­გით 94-ე და­ჯილ­დო­ე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლად ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, Dolby Theatre-ში გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ვან­და სა­იკ­სი, ემი შუ­მე­რი და რე­გი­ნა ჰოლი ერ­თობ­ლი­ვად უძღვე­ბოდ­ნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბას სკან­და­ლის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია - ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი უილ სმი­ტი სცე­ნა­ზე ავი­და და კრის როკს სილა გა­აწ­ნა.

vil-smiti-38846-1648469348.jpg

გა­ცე­ცხლე­ბუ­ლი უილ სმი­ტი მას შემ­დეგ აუ­ვარ­და მსა­ხი­ობს სცე­ნა­ზე, რაც მან მისი მე­უღ­ლის გა­პარ­სულ თავ­ზე იხუმ­რა:

"ჯე­ი­და, ერთი სული მაქვს GI Jane 2-ს რო­დის ვი­ხი­ლავ", - თქვა მან.

სმი­ტი სცე­ნა­ზე აიჭ­რა, კრის როკს და­არ­ტყა და როცა თა­ვის ად­გილ­ზე დაბ­რუნ­და, და­უყ­ვი­რა: "ჩემი ცო­ლის სა­ხელს შენი სა­ძა­გე­ლი(დედა მ..ი) პი­რით ნუ ამ­ბობ!"

კრის რო­კის ხუმ­რო­ბა 1997 წლის ფილ­მს - "GI Jane"-ს შე­ე­ხე­ბო­და, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს დემი მური გა­და­პარ­სუ­ლი თა­ვით ას­რუ­ლებს. უილ სმი­ტის მე­უღ­ლემ, პინ­კეტ სმიტ­მა, ად­რე­ვე ისა­უბ­რა თმის ცვე­ნის პრობ­ლე­მა­ზე და იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე, რა­საც ალო­პე­ცი­ის შე­დე­გად შე­ე­ჩე­ხა.

123911045-will-new-37603-1648469420.jpg

უილ სმი­ტი და ჯე­ი­და პინ­კეტ სმი­ტი ცე­რე­მო­ნი­ამ­დე.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, შო­კი­რე­ბულ­მა კრის­მა მა­ყუ­რე­ბელს მი­მარ­თა: "ეს სა­უ­კე­თე­სო ღა­მეა ტე­ლე­ვი­ზი­ის ის­ტო­რი­ა­ში".

მა­მა­კა­ცის პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის "ოს­კა­რი" სწო­რედ უილ სმიტს გა­და­ე­ცა, ფილმში "მეფე რი­ჩარ­დი“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის.

როცა მან სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბის ჯილ­დოს მი­ღე­ბი­სას სი­ტყვა წარ­მოთ­ქვა, ინ­ცი­დენტზეც ისა­უბ­რა:

"მინ­და, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო აკა­დე­მი­ას და ნო­მი­ნი­რე­ბულ კო­ლე­გებს. ხე­ლოვ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბის იმი­ტი­რე­ბას ახ­დენს. მე ახლა რი­ჩარდ უი­ლი­ამ­სი­ვით გა­და­რე­უ­ლი მამა ვარ, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი გი­ჟურ საქ­ცი­ე­ლებს გვა­დე­ნი­ნებს", - თქვა სმიტ­მა კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლი ოს­კა­რის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ.

willq-38816-1648469472.jpg

მსა­ხი­ო­ბი სი­ტყვის წარ­მოთ­ქმი­სას ცრემ­ლე­ბამ­დე მი­ვი­და: "ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ანს, უნდა შე­ეძ­ლოს შე­უ­რა­ცხყო­ფის ატა­ნა. ამ ბიზ­ნეს­ში თუ ხარ, ყვე­ლა ის სი­გი­ჟე უნდა აი­ტა­ნო, რა­საც შენ­ზე ხალ­ხი ამ­ბობს. უბ­რა­ლოდ, უნდა გა­ი­ღი­მო და თავი მო­აჩ­ვე­ნო, რომ არა­უ­შავს."

თავ­და­პირ­ვე­ლად, დამ­სწრე­ებს ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ინ­ცი­დენ­ტი წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხუმ­რო­ბა ეგო­ნათ, სმიტ­მა კრის რო­კის ხუმ­რო­ბა­ზე გა­ი­ცი­ნა კი­დეც. თა­ვად ჯე­ი­და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჩან­და. ეჭვი მა­შინ გა­ქარ­წყლდა, როცა სმი­ტი ად­გი­ლი­დან წა­მო­იჭ­რა და კრისს სცე­ნა­ზე და­არ­ტყა. როცა სმიტ­მა მას ად­გი­ლი­დან მი­მარ­თა, მისი ცო­ლის სა­ხე­ლი აღარ ეხ­სე­ნე­ბი­ნა, უკვე ყვე­ლა დარ­წმუნ­და, რომ ეს სკეტ­ჩი არ იყო.