რა არის სკანდინავიური დიეტა და რატომ არის ის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო? | Allnews.Ge

რა არის სკანდინავიური დიეტა და რატომ არის ის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო?

ე.წ. სკანდინავიური დიეტა გულისხმობს დიდი დოზით ზღვის თევზის, სხვადასხვა კენკრის, ხილისა და ბოსტნეულის,უცხიმო რძის პროდუქტების, რაფსის ზეთის მოხმარებას. აქამდე ითვლებოდა, რომ სკანდინავიური დიეტის დადებითი ეფექტი ძირითადად შემოიფარგლებოდა წონის კლებით. თუმცა, როგორც დანიის, შევედეთის, ნორვეგიის, ფინეთისა და ისლანდიის უნივერსიტეტების მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, კვების ამგვარი ტიპი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მიუხედავად იმისა აღინიშნება თუ არა წონაში კლება.

მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევში მონაწილოებდა 50 წელს გადაცილებული 200 ადამიანი ჭარბი წონით. ყველა მათგანში მომატებული იყო დიაბეტის და გულ-სისხძარღვთა სისტემის დაავადების განვითარების რისკი. მოხალისეები შემთხვევითობის პრინციპით დაყვეს ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი ნახევარი წლის განმავლობაში იკვებებოდა სკანდინავიური დიეტის მიხედვით, მეორე საკონტროლო ჯგუფის მონაწილეები ღებულობდენ მათთვის ჩვეულ საკვებს. კვლევის მიმდინარეობისას, ყველა მონაწილეს რეგულარად უკეთდებოდა სისხლის და შარდის ანალიზი, რითაც მეცნიერები აკვირდებოდენენ ცვლილებებს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით.

l-intro-1620248485-1648366817.jpg

ნახევარი წლის შემდეგ, სკანდინავიური ჯგუფის მონაწლეებში, ამგვარი დიეტის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკონტროლო ჯგუფის მონაწილეებთან შედარებით. კერძოდ, სისხლში დაქვეითდა ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონე, ორგანიზმი უკეთ არეგულირებდა სისხლში გლუკოზის დონეს. ამასთან დადებითი ცვლილებები აღინიშნა იმ მონაწილეებშიდაც, რომელთა წონაც საერთოდ არ შეცვლილა. განაგრძეთ კითხვა

myquiz