"მათ უკვე დაურეკეს დასავლეთიდან და უთხრეს, რომ თუ რუსეთში კონცერტებს გამართავენ, მათ ვილებს დააყადაღებენ" - ვის ემუქრება რუსეთის ცისფერი ეკრანებიდან გაქრობა? | Allnews.Ge

"მათ უკვე დაურეკეს დასავლეთიდან და უთხრეს, რომ თუ რუსეთში კონცერტებს გამართავენ, მათ ვილებს დააყადაღებენ" - ვის ემუქრება რუსეთის ცისფერი ეკრანებიდან გაქრობა?

30 დღეა, რაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რუ­სეთ­ში პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ და­წყე­ბულ ომს დონ­ბა­სის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას უწო­დე­ბენ.

რუ­სულ მე­დი­ა­ში კი მკაც­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ იმ მომ­ღერ­ლებს, რომ­ლებ­მაც ომი გა­აპ­რო­ტეს­ტეს და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს ამ ჯო­ჯო­ხე­თის დას­რუ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს.

"ვა­ლე­რი მე­ლა­ძე, ვერა აბ­რეჟნე­ვა და მაქ­სიმ გალ­კი­ნი რუ­სეთ­ში ცის­ფე­რი ეკ­რა­ნე­ბი­დან გაქ­რე­ბი­ან" - წე­რენ რუსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, მაგ­რამ აქვე დას­ძე­ნენ, რომ ეს სია ძა­ლი­ან გრძე­ლი იქ­ნე­ბა.

ვარ­სკვლა­ვე­ბის პრო­ტესტს ისი­ნი ემო­ცი­ურ გან­ცხა­დე­ბებს უწო­დე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო მათი რე­აქ­ცი­ე­ბი. მაქ­სიმ გალ­კი­ნის, ვა­ლე­რი მე­ლა­ძი­სა და ვერა ბრეჟნე­ვას პო­პუ­ლა­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სებ­მა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვა საყ­ვა­რე­ლი არ­ტის­ტე­ბის მი­მართ. პრი­მა­დო­ნას ახალ­გაზ­რდა ქმარს არა მხო­ლოდ სოლო კონ­ცერ­ტე­ბი გა­უ­უქ­მეს, არა­მედ გალ­კინ­მა თით­ქმის ყვე­ლა სა­რეკ­ლა­მო კონ­ტრაქ­ტი და­კარ­გა, რის შემ­დე­გაც მან მა­შინ­ვე და­ტო­ვა რუ­სე­თი ცოლ-შვილ­თან ერ­თად. რაც შე­ე­ხე­ბა ბრეჟნე­ვას, მან ომის და­წყე­ბი­დან მალე და­ტო­ვა რუ­სე­თი და პო­ლო­ნეთ­ში მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობს და უკ­რა­ი­ნელ ლტოლ­ვი­ლებს ეხ­მა­რე­ბა და­ბი­ნა­ვე­ბა­ში.

რუ­სულ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ მათ რუ­სე­თის წყა­ლო­ბით პან­დე­მია არც უგ­რძნი­ათ, რად­გან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სა­ა­ხალ­წლო პროგ­რა­მებ­ში, სა­დაც სე­რი­ო­ზუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა აი­ღეს. სია ფარ­თოა და ამ ეტაპ­ზე აკ­რძა­ლულ მომ­ღერ­ლებსან­ჟე­ლი­კა ვა­რუ­მი­სა და ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნის დუ­ე­ტიც და­ე­მა­ტა. წყვილს ორი დღის წინ სა­მა­რა­ში კონ­ცერ­ტი უნდა გა­ე­მარ­თა, მაგ­რამ მა­ყუ­რებ­ლებ­მა ბი­ლე­თე­ბი და­აბ­რუ­ნეს და კონ­ცერ­ტი ოქ­ტომ­ბრამ­დე გა­და­ი­დო.

"კონ­ცერ­ტე­ბი არ იქ­ნე­ბა, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი მი­ვი­დეს. ისი­ნი ვერც სა­ა­ხალ­წლოდ იმ­ღე­რე­ბენ რუ­სულ ტე­ლე­არ­ხებ­ზე, არ მი­ი­ღე­ბენ გრან­ტებს, სუბ­სი­დი­ებს და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ი­ღე­ბენ სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლებ­ში. თუ სი­ტუ­ა­ცია ასე გან­ვი­თარ­დე­ბა, მა­შინ ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს კონ­ცერ­ტე­ბი სა­ერ­თოდ არ ექ­ნე­ბა. მათ, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკვე და­უ­რე­კეს და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და უთხრეს, რომ თუ რუ­სეთ­ში კონ­ცერ­ტებს გა­მარ­თა­ვენ, მათ ვი­ლებს და ან­გა­რი­შებს და­ა­ყა­და­ღე­ბენ. და მათ სხვა რამე აირ­ჩი­ეს", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს PR სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ან­ტონ ვუ­ი­მამ.

რუ­სულ მე­დი­ა­ში მათ "შერ­ცხვე­ნილ და პა­ცი­ფისტ არ­ტის­ტე­ბად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ და წე­რენ, რომ ერ­თა­დერ­თი გზა რაც არ­სე­ბო­ბის­თვის დარ­ჩათ, უცხო­ეთ­ში კორ­პო­რა­ტი­უ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბია.

აქვე გე­ტყვით, რომ რუ­სე­ბის მიერ "შერ­ცხვე­ნილ­თა სი­ა­ში" ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღერ­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ვა­ლე­რი მე­ლა­ძეა. თა­მარ გვერდწი­თე­ლი და ქეთა თო­ფუ­რია ამ დრომ­დე მხო­ლოდ გა­და­დე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლ­ნენ. რაც შე­ე­ხე­ბა გრე­გო­რი ლეპს­სა და სოსო პავ­ლი­აშ­ვილს, ისი­ნი ძვე­ლე­ბუ­რად აგ­რძე­ლე­ბენ რუ­სეთ­ში სიმ­ღე­რას. დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას პო­ზი­ცია კი უც­ნო­ბია. შემ­სრუ­ლე­ბელს ამ დრომ­დე არ გა­მო­უ­ხა­ტავს პრო­ტეს­ტი უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის გამო.

myquiz