"ეშმაკი ატარებს პრადას" - რა ღირს Prada-ს ფეხსაცმელი, რომელიც რამზან კადიროვს ეცვა | Allnews.Ge

"ეშმაკი ატარებს პრადას" - რა ღირს Prada-ს ფეხსაცმელი, რომელიც რამზან კადიროვს ეცვა

ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს უკ­რა­ი­ნას­თან ომში მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და და რუ­სუ­ლი არ­მი­ის და­სახ­მა­რებ­ლად, ჩე­ჩე­ნი მებ­რძო­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში გაგ­ზავ­ნა. სა­ჯა­როდ გა­მოს­ვლი­სას კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა კა­დი­რო­ვის სტილ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მის­მა ფეხ­საც­მელ­მა მი­ი­პყრო.

ჩეჩ­ნე­ბის ლი­დერს Prada-ს ე.წ. მო­ნო­ლით კო­ლექ­ცი­ი­დან ეცვა ჩექ­მა, რო­მე­ლიც რო­გორც GQ წერს, 1580 დო­ლა­რი ღირს. Prada-ს ფეხ­საც­მე­ლებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი კა­დი­რო­ვის ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და.

kadirovi-41973-1648189197.jpg

"ეშ­მა­კი ნამ­დვი­ლად ატა­რებს პრა­დას", - ეს ფრა­ზა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღეს ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლია, რო­გორც არას­დროს და ადა­მი­ა­ნე­ბი მას რამ­ზან კა­დი­რო­ვის სტი­ლის შე­ფა­სე­ბი­სას ამ­ბო­ბენ.

kadirovi5-42072-1648189210.jpg

"რა სა­ინ­ტე­რე­სოა, ის ომში აგ­ზავ­ნის მებ­რძო­ლებს, ყვე­ლა­ზე დიდ დამ­ნა­შა­ვეს, პუ­ტინს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს და ამის გა­კე­თე­ბის დროს "პრა­დას" ფეხ­საც­მე­ლე­ბი აც­ვია", - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ფე­ხაც­მე­ლი, რო­მე­ლიც კა­დი­როვს ეცვა, Vogue-ის რე­დაქ­ტო­რე­ბი­სა და სხვა ვარ­სკვლა­ვე­ბის ფა­ვო­რი­ტი იყო 2019 წელს და მას მო­დის სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ­მა და გავ­ლე­ნი­ან­მა გა­მო­ცე­მამ მა­შინ სტა­ტი­აც მი­უ­ძღვნა. განაგრძეთ კითხვა

myquiz