რამ გამოიწვია საქართველოში უჩვეულოდ ცივი მარტი და როგორი აპრილი გველოდება? | Allnews.Ge

რამ გამოიწვია საქართველოში უჩვეულოდ ცივი მარტი და როგორი აპრილი გველოდება?

9 მარ­ტი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყო­ველ დღე თოვს. ასე­თი ხან­გრძლი­ვად ცივი, თოვ­ლი­ა­ნი და ნა­ლე­ქი­ა­ნი გა­ზა­ფხუ­ლი არა­ვის ახ­სოვს. რით არის კლი­მა­ტის ასე­თი ცვლი­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­დის და­ფიქ­სირ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი უა­მინ­დო­ბა და რო­გო­რია აპ­რი­ლის თვის პროგ­ნო­ზი, ამა­ზე AMBEBI.GE-ს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე ესა­უბ­რა:

- ბო­ლოს მარ­ტში თოვ­ლი­ა­ნი და ცივი ამინ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1881 წელს და­ფიქ­სირ­და, რაც მხო­ლოდ 6 დღე გაგ­რძელ­და. ასე­თი ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე თოვ­ლი და ცივი ამინ­დი რომ ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც ახლა, არას­დროს ყო­ფი­ლა. წელს 9 მარ­ტი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თით­ქმის ყო­ველ დღე თოვს და ცივა.

- ის­ტო­რი­უ­ლი ამ­ბა­ვია - რე­კორ­დი მოხ­სნი­ლა...

- კი, ასეა. ამას­თან, დღე­ის ჩათ­ვლით, რა ნა­ლე­ქიც მო­ვი­და, ჯა­მუ­რად თვის ნორ­მას სამ­ჯერ გა­და­ა­ჭარ­ბა. თვის ნორ­მა თბი­ლი­სის­თვის 30 მი­ლი­მეტ­რია (ასე იზო­მე­ბა) და უკვე 90 მი­ლი­მეტრზე მეტი მო­ვი­და, თან, მარ­ტი ჯერ არც დამ­თავ­რე­ბუ­ლა.

- რამ გა­მო­იწ­ვია?

- ეს ე.წ. ცივ­მა ტალ­ღამ გა­მო­იწ­ვია. ამ ტალ­ღამ მო­იც­ვა არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო, უამ­რა­ვი ქვე­ყა­ნა. მთლი­ა­ნად კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი, ამას­თან, თურ­ქე­თი, სა­ბერ­ძნე­თი, ბოს­ნია, ჰერ­ცე­გო­ვი­ნა, სერ­ბია, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნია, რუ­მი­ნე­თი, ბულ­გა­რე­თი, უკ­რა­ი­ნა და რუ­სე­თის სამ­ხრეთ ნა­წი­ლი... ჩვენ მოქ­ცე­უ­ლე­ბი ვართ ამ ცივი ტალ­ღის გავ­ლე­ნის ქვეშ. კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ზე მოქ­მე­დებს ხმელ­თა­შუა ზღვი­დან წა­მო­სუ­ლი ციკ­ლო­ნე­ბი, დრო და დრო ჩრდი­ლო­ე­თი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რო­გორც შავი ზღვი­დან, ასე­ვე კას­პი­ის ზღვი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცივი არ­ქტი­კუ­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბი. განაგრძეთ კითხვა

myquiz