რჩევები მარტოხელა მამაკაცებისთვის | Allnews.Ge

რჩევები მარტოხელა მამაკაცებისთვის

ვიცით თუ არა, როგორ მოვუაროთ მამაკაცის პერანგს?პირველ რიგში, ყურადღებით დაათვალიერეთ იარლიყი - პერანგის მოვლასთან დაკავშირებული სპეციალური ნიშნები დაგეხმარებათ, ტანსაცმელს პირვანდელი სახე დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნოთ. რეცხვის წესები

1. გარეცხეთ არა უმეტეს 40 გრადუსი ტემპერატურის წყალში ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილით, მათეთრებლის გარეშე.

2. არ გაწუროთ და არ გააშროთ სარეცხ მანქანაში - შემდეგ უფრო ადვილად დააუთოებთ.

3. თუ ხელით რეცხავთ, ნუ გაწურავთ.

4. გააშრეთ საკიდზე.

5. პერანგის საყელო და მანჟეტები კისრისა და ხელის კანს მუდმივად ეხება და მალე ჭუჭყიანდება. საყელოს გასარეცხად გამოიყენეთ სპეციალური სარეცხი საშუალება, მაგრამ არასოდეს გახეხოთ ჯაგრისით ან ხელით - ქსოვილი გაცვდება და საყელო ფორმას დაკარგავს.

6f54c91a435ab93e99c551801257-660x438-1647958343.jpg

დაუთოების წესები

1. სასურველია, უთოს ჰქონდეს უჟანგავი ლითონის ან სპეციალური დამცავი ფენით დაფარული ზედაპირი, რომელიც ქსოვილს არ დააზიანებს. შეიძლება ორთქლის ფუნქციის გამოყენებაც, მაგრამ უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ პერანგს ბოლომდე არ გააშრობთ, ოდნავ ნოტიოს ჩამოხსნით და ისე დააუთოებთ. მშრალი პერანგი დანამეთ პულვერიზატორით და მცირე ხნით მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში, რათა თანაბრად დაინამოს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz