"უკრაინაში სატანისტების ლიდერი, კუკური ბარამიძე ჩავიდა" - რუსული ტელეარხის სიუჟეტი დომენიკ მანგოზე და მანგოს გამოხმაურება სოციალურ ქსელში | Allnews.Ge

"უკრაინაში სატანისტების ლიდერი, კუკური ბარამიძე ჩავიდა" - რუსული ტელეარხის სიუჟეტი დომენიკ მანგოზე და მანგოს გამოხმაურება სოციალურ ქსელში

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რი, დო­მე­ნიკ მან­გო უკვე კვი­რე­ბია უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ად­გი­ლობ­რი­ვებს ეხ­მა­რე­ბა ისე, რო­გორც შე­უძ­ლია. მან­გო ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ომის ზო­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას უზი­ა­რებს.

მან­გომ რუ­სუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბაც მი­ი­პყრო. მის უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლას რუსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პრო­პაგნ­დის­ტუ­ლად და ისეთ სტილ­ში აშუ­ქე­ბენ, რო­გორც სჩ­ვე­ვი­ათ.

თავ­და­პირ­ვე­ლად, "ტე­ლეგ­რა­მის" რუ­სულ არ­ხებ­ზე და­წე­რეს, რომ დო­მე­ნიკ მან­გო, იგი­ვე კუ­კუ­რი ბა­რა­მი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ტა­ნის­ტე­ბის ლი­დე­რია და სა­ტა­ნის­ტი ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნას რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში."ტე­ლეგ­რამ­ზე" ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, დო­მე­ნიკ მან­გოს ერთ-ერ­თმა რუ­სულ­მა არ­ხმა სი­უ­ჟე­ტიც მი­უ­ძღვნა, სა­დაც მან­გო წარ­მო­ჩე­ნი­ლია სა­ტა­ნის­ტე­ბის ლი­დე­რად, რო­მე­ლიც ახლა უკ­რა­ი­ნა­ში იბ­რძვის.

რუ­სულ მე­დი­ა­ში მსგავ­სი ნა­რა­ტი­ვის გავ­რცე­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად დო­მე­ნიკ მან­გოც ეხ­მი­ა­ნე­ბა. მან­გო მი­იჩ­ნევს, რომ თუ რუ­სე­ბი ამ­გვა­რად აა­ლა­პა­რა­კე "ე.ი. რა­ღა­ცის­თვის მი­გიღ­წე­ვია".

"უკ­რა­ი­ნა­ში სა­ტა­ნის­ტე­ბის ლი­დე­რი კუ­კუ­რი ბა­რა­მი­ძე ჩა­ვი­და." - ესე­ნი თუ შენ­ზე აა­ლა­პა­რა­კე, ე.ი. უკვე რა­ღა­ცას მი­გიღ­წე­ვია. ე.ი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­მიდ­გამს და რუ­სე­თიც შე­მი­წუ­ხე­ბია", - წერს დო­მე­ნიკ მან­გო.

იხილეთ ვიდეო