რა ღირს Loro Piana-ს ქურთუკი, რომელიც პუტინს ლუჟნიკის მოედანზე ეცვა | Allnews.Ge

რა ღირს Loro Piana-ს ქურთუკი, რომელიც პუტინს ლუჟნიკის მოედანზე ეცვა

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მოს­კოვ­ში, ლუ­ჟ­ნი­კის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბილ აუ­დი­ტო­რი­ას სი­ტყვით მი­მარ­თა. სტა­დი­ონ­ზე ყი­რი­მის ოკუ­პა­ცი­ის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა სა­ხელ­წო­დე­ბით - "ყი­რი­მის გა­ზა­ფხუ­ლი."

სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი იტა­ლი­უ­რი ბრენ­დის, Loro Piana-ს ქურ­თუკ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. სა­მოს­მა და მის­მა ფას­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო.

lora-73337-1647673255.jpg

ქურ­თუ­კი რუ­სულ ვებგ­ვერდ tsum.ru-ზე იყი­დე­ბა. ის 2021-2022 წლის შე­მოდ­გო­მა/ზამ­თრის კო­ლექ­ცი­ი­და­ნაა და 1 445 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი ღირს. რო­გორც მე­დი­ა­ში წე­რენ, Loro Piana პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტი ბრენ­დია.

uniani-73759-1647673282.jpg

"ვიდ­რე რუ­სე­ბი შაქ­რის რიგ­ში დგა­ნან, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი ლუ­ჟ­ნი­კის სტა­დი­ონ­ზე შეკ­რე­ბილ აუ­დი­ტო­რი­ას Loro Piana-ს ქურ­თუკ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ესა­უბ­რე­ბა, რო­მე­ლიც მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვარ რუბ­ლზე ცოტა ნაკ­ლე­ბი ღირს“, - წერს გა­მო­ცე­მა "უნი­ა­ნი."

ambebi.ge

myquiz