ვინ არიან უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლები? | Allnews.Ge

ვინ არიან უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლები?

კი­ე­ვის ოლ­ქში, შე­ტა­კე­ბი­სას ორი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ქარ­თვე­ლე­ბი აფეთ­ქე­ბი­სას, ირ­პენ­ში და­ი­ღუპ­ნენ. რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი წე­რენ, და­ბომბვა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 ქარ­თვე­ლის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი მოჰ­ყვა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან გია ბე­რი­აშ­ვი­ლი და და­ვით რა­ტი­ა­ნი. ამ წუ­თებ­ში და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ცხედ­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. თავ­დას­ხმის დროს ასე­ვე და­იჭ­რა ერთი ქარ­თვე­ლი და ერთი ფრან­გი მო­ხა­ლი­სე.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ტი­ა­ნი და ბე­რი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი იყ­ვნენ და უკ­რა­ი­ნა­ში მო­ხა­ლი­სედ იბ­რძოდ­ნენ. მათ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 2014 წელს და­ტო­ვეს.

ნოდო სი­მო­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში მო­ხა­ლი­სედ იბ­რძვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და გარ­დაც­ვლი­ლებ­თან ბოლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ას იხ­სე­ნებს:

"დაჭ­რი­ლე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად დრო­ზეო - დაგ­ვი­ძა­ხეს და რა იცი რა ხდე­ბა იქ­ნებ ბოლო სუ­რა­თია ჩვენ­თვის, გა­და­ვი­ღო­თო. სა­ხე­ზე კი გვა­წე­რია რა ხა­სი­ათ­ზე­ცა ვართ, ვერ ვუშ­ვე­ლეთ" - წერს სი­მო­ნიშ­ვი­ლი.

გარ­დაც­ვლილ მებ­რძო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა ხნის წინ პოს­ტი გა­ავ­რცე­ლა ნიკა გვა­რა­მი­ამ. "მთა­ვა­რი არ­ხის" დი­რექ­ტორ­მა პრე­ზი­დენტს მი­მარ­თა, რომ რა­ტი­ანს და ბე­რი­აშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს გმი­რის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭოთ.

"სა­უ­კუ­ნო ხსოვ­ნა ქარ­თველ გმი­რებს, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს­თვის და სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში და­ი­ღუპ­ნენ! მათი ბრძო­ლა აუ­ცი­ლებ­ლად გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­დე­ბა!

რუს­თა­ვე­ლის ქვეყ­ნის შვი­ლებ­მა რე­ა­ლო­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მისი უკ­ვდა­ვი სი­ტყვე­ბი: "ბო­როტ­სა სძლია კე­თილ­მან, არ­სე­ბა მისი გრძე­ლია"!მო­ვი­თხოვთ პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­გან, მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს გმი­რის წო­დე­ბის მი­ნი­ჭე­ბას!" - წერს გვა­რა­მია.

myquiz