რომელი სასმელი გვეხმარება გახდომაში | Allnews.Ge

რომელი სასმელი გვეხმარება გახდომაში

ამერიკელმა ექიმმა-დიეტოლოგებმა დაასახელეს ის სასმელები, რომლებიც ზედმეტი წონისგან განთავისუფლებაში გვეხმარება.

მათი აზრით, გახდომის მსურველი ადამიანი, ყურადღებით უნდა ეკირდეოდეს, თუ რას სვამს მთელი დღის განმავლობაში და იცოდეს მიღებული სასმელის კალორიულობა.

დიეტოლოგ ელიზ ჰარლოუს აზრით, ჭარბი წონისგან განთავისუფლებაში ერთერთი დამხმარე სასმელი არის სმუზი, რომელიც არა მარტო სასმელს, საჭმელსაც კი შეგვიცვლის.

დიტოლოგის რეკომენდაციით სმუზი ისე უნდა მოვამზადოთ, რომ მასში 20 გ იყოს სუფთა ცილა და 5 გ უჯრედისი. ამ ნივთიერებების გარეშე, სასმელმა შეიძლება გაზარდოს სისხლში შაქრის დონე და დანაყრების შეგრძნებაც არ აღინიშნოს.

დიეტოლოგი ტრისტა ბესტი გვირჩევს სრულად უარი ვთქვათ დიეტურ სასმელებზე. ხელოვნური დამატკბობლები მრავალი წელია წარმოადგენს დიეტოლოგებს შორის დისკუსიის საგანს. პრობლემა იმაშია, რომ ეს ნივთიერებები შაქარზე ნაკლებ კალორიებს შეიცავენ, მაგრამ გაზების ჭარბად წარმოქმნას უწყობენ ხელს და აზიანებენ ნაწლავის მიკროფლორას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიჯანსაღე კი მნიშვნელოვანი ფაქტორია გახდომისას.

დიეტოლოგი სამანტა პრესიჩი გვირჩევს მეტი წყლის დალევას. პირად ნორმად ის მიიჩნევს 30მლ წყალს სხეულის კგ წონაზე. ანუ 60 კგ წონის ადამიანმა დღეში უნდა დალიოს 1,8ლ წყალი. განაგრძეთ კითხვა

myquiz