"უარი მეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი და..." - სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას საერთაშორისო საქმიანობას უზღუდავენ | Allnews.Ge

"უარი მეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი და..." - სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას საერთაშორისო საქმიანობას უზღუდავენ

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან "პრე­ზი­დენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა­ზე“ სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნულს "გა­უ­გე­ბარს“ უწო­დებს.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, წლი­უ­რი ან­გა­რი­შით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, 26 თე­ბერ­ვალს უარი ეთ­ქვა პა­რიზ­ში, ბრი­უ­სელ­ში, ბერ­ლინ­სა და ვარ­შა­ვა­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტე­ბის გა­მარ­თვა­ზე.

"გა­უ­გე­ბა­რია, როცა სა­ჭი­რო­ე­ბა ყვე­ლა­ზე დი­დია და დრო არ ით­მენს, პრე­ზი­დენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი. 2022 წლის 26 თე­ბერ­ვალს წე­რი­ლო­ბით მეთ­ქვა უარი პა­რიზ­ში, ბრი­უ­სელ­ში, ბერ­ლინ­სა და ვარ­შა­ვა­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტე­ბის გა­მარ­თვა­ზე. არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ვა­უქ­მე ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მა­ტი. ასეთ დროს სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნიე ჩემი პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და სა­მუ­შაო ვი­ზი­ტე­ბის პი­რად შეხ­ვედ­რე­ბად გა­დაქ­ცე­ვა. მი­მაჩ­ნია, რომ ეს მიდ­გო­მა და ასე­თი შე­ზღუდ­ვე­ბი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რო­მე­ლიც ესო­დენ რთულ რე­გი­ონ­ში იმ­ყო­ფე­ბა, და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია. შე­ზღუდ­ვე­ბის დრო კი არა, პი­რი­ქით, ვი­საც რა შეგ­ვიძ­ლია, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვი­ყოთ ჩარ­თულ­ნი, მოს­ვე­ნე­ბას არ უნდა ვაძ­ლევ­დეთ ჩვენს პარტნი­ო­რებს! მე კი მგო­ნია, რომ ჩემი ორ­მო­ცწ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სტრა­ტე­გი­ულ სა­კი­თხებ­ში, და ამ პე­რი­ოდ­ში შე­ძე­ნი­ლი პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბი ამ ქვეყ­ნის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლია, ვიდ­რე და­სა­კარ­გი.

დღეს წინ გვიდ­გას ორი სა­კი­თხი, რომ­ლე­ბიც ერ­თად მოქ­მე­დე­ბას გვა­ი­ძუ­ლებს: ეს არის, ახ­ლად დას­მუ­ლი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხი და უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის და მის ირ­გვლივ შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მა­ტი­კა. ჩემ­მა ევ­რო­პა­ში ვი­ზიტ­მა და­მარ­წმუ­ნა, რომ არ­სე­ბობს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ახა­ლი, რე­ა­ლუ­რი და ნამ­დვი­ლი შან­სი, რე­ა­ლუ­რი მზად­ყოფ­ნა ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში კი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე, პი­რა­დი შეხ­ვედ­რე­ბით, თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­ში გა­მოს­ვლე­ბით გა­მემ­ყა­რე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი ამ პრო­ცე­სებ­ში, რათა არ გა­ჩე­ნი­ლი­ყო იმის ცდუ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ან და­ე­ვი­წყე­ბი­ნათ, ან სხვა ჭრილ­ში გა­ნე­ხი­ლათ, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა ან მოლ­დო­ვა. ახლა ყვე­ლა მხრი­დან ის­მის: რა გა­ვა­კე­თოთ? რო­გორ გავ­ზარ­დოთ ჩვე­ნი შან­სე­ბი? რო­დის და რო­გორ?

გი­პა­სუ­ხებთ : ერ­თი­ა­ნო­ბა! ერ­თი­ა­ნო­ბა და ერ­თი­ა­ნო­ბა! არა­ნა­ი­რი და­ყო­ფა და ცალ-ცალ­კე სირ­ბი­ლი ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან! სა­ჭი­როა ერ­თი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბუ­ლი გეგ­მის მომ­ზა­დე­ბა და წარ­დგე­ნა, რო­მე­ლიც შემ­დეგ არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ანუ­ლი­რე­ბას! პრე­ზი­დენ­ტი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მთავ­რო­ბა და პარ­ლა­მენ­ტი, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, მე­დია, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ყვე­ლა ერთი გეგ­მის ირ­გვლივ და ერთი მიზ­ნით უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ და ვმოქ­მე­დებ­დეთ. ვმუ­შა­ობ­დეთ იმ რე­ფორ­მე­ბის პა­კეტ­ზე, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა თუ სე­რი­ო­ზუ­ლად ვხე­დავთ ჩვენ მო­მა­ვალს ევ­რო­პა­ში. ეს იქ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის ნამ­დვი­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, რომ­ლის გა­რე­შეც, აქამ­დე ევ­რო­კავ­შირ­ში არ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლა. ასე­ვე, უკ­რა­ი­ნის ომის მი­მართ ჩვე­ნი მიდ­გო­მა სრუ­ლი­ად კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს, არ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს, მოყ­ვას­სა თუ მტერს, ეჭვი გა­უჩ­ნდეს, რომ ჩვენ ესო­დენ ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი ყოფ­ნა არ ყოფ­ნის სა­კი­თხზე ვერ ვთან­ხმდე­ბით. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბევ­რად სა­ღად აზ­როვ­ნებს და მისი კონ­სო­ლი­და­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ნა­თე­ლია, რომ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლად და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დაც­ვის და უთა­ნას­წო­რო ომე­ბის სა­მა­გა­ლი­თო მემ­კვიდ­რეა, მო­რა­ლუ­რად უკ­რა­ი­ნის მხა­რეს დგას. ასე­ვე, ნა­თე­ლია, რო­გორც ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თა­ვად ახ­სნა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს არ ეს­მო­დეს რა გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბა ქვე­ყა­ნა, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ის 20 % ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი დე­და­ქა­ლა­ქი­დან 40 კმ-ში გა­დის. ჩვე­ნი გზა ხომ ერ­თია: პრინ­ცი­პუ­ლი, თუმ­ცა გო­ნივ­რუ­ლი, არც კონფრონ­ტა­ცი­ის­კენ პრო­ვო­ცი­რე­ბა, არც წინ­სწრე­ბით დათ­მო­ბის და ზედ­მე­ტი სიფრ­თხი­ლის ბუნ­დო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კა. თუკი, ეს ხაზი გახ­დე­ბა ჩვე­ნი გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი, ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა ამ ჭრილ­ში გან­ვი­ხი­ლოთ ყვე­ლა სენ­სი­ტი­უ­რი სა­კი­თხი, სან­ქცი­ე­ბი თუ სხვა. ერთი მხრივ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სიფრ­თხი­ლე, გა­მომ­დი­ნა­რე ოკუ­პა­ცი­ი­დან, რე­გი­ო­ნუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­დან და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. მე­ო­რე მხრივ კი, მო­ი­თხოვს მო­ვიქ­ცეთ, უკ­რა­ი­ნის მე­გობ­რი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის წევ­რის­თვის შე­სა­ფე­რი­სად“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ეს თუ მარ­თა­ლია, რაც თქვა პრე­ზი­დენ­ტმა, გა­მო­დის, რომ კონ­სტი­ტუ­ცია და­ურ­ღვე­ვია, ამა­ში გა­ვერ­კვე­ვით, - ასე პა­სუ­ხობს პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ მას ევ­რო­პა­ში ვი­ზი­ტებ­ზე უარი უთხრეს, მაგ­რამ პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­მუ­შაო ვი­ზი­ტე­ბი პი­რად შეხ­ვედ­რე­ბად შეც­ვა­ლა და უცხო­ე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქს მა­ინც ეწ­ვია.

კი­თხვა­ზე, ტყუ­ილ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს თუ არა პრე­ზი­დენტს, კო­ბა­ხი­ძე აცხა­დებს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა სა­ვა­რა­უ­დოდ, მარ­თა­ლი თქვა.

"პი­რი­ქით, თუ მარ­თა­ლი თქვა და სა­ვა­რა­უ­დოდ მარ­თა­ლი თქვა, კონ­სტი­ტუ­ცია და­ურ­ღვე­ვია, მა­გას გა­ვარ­კვევთ“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას უარი ეთ­ქვა პა­რიზ­ში, ბრი­უ­სელ­ში, ბერ­ლინ­სა და ვარ­შა­ვა­ში ვი­ზი­ტებ­ზე. "თუმ­ცა სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნიე პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და სა­მუ­შაო ვი­ზი­ტე­ბის პი­რად შეხ­ვედ­რე­ბად გა­დაქ­ცე­ვა - პრე­ზი­დენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ შე­ზღუდ­ვე­ბი გა­უ­გე­ბა­რია", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

myquiz