"ეს ბავშვები არიან მარიუპოლში ჩარჩენილები, დათო და მარიამი" - მარიუპოლში ერთ კვირაზე მეტია, რაც ქართველ ბავშვებსა და მათ დედას ეძებენ
უკრაინაში რუსი ოკუპანტების შეჭრის შემდეგ, ქვეყნის არაერთ ქალაქში ურთულესი ვითარებაა. მათ შორისაა, მარიუპოლიც. დაბომბილი ქალაქიდან ყოველ დღე მედიაში აპოკალიფსური ფოტოები ვრცელდება. ადამიანები თავიანთ დაკარგულ ახლობლებს ვერ პოულობენ, ვერ ხერხდება ქალაქიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა.
სოციალურ ქსელში 11 მარტიდან ვრცელდება პოსტი, სადაც "ფეისბუქის" ქართველი მომხმარებელი წერს, რომ მარიუპოლში მისი ახლობლების პოვნას ვერ ახერხებენ. ბავშვების მამა საქართველოში იმყოფება. ის ამბობს, რომ ოჯახთან კონტაქტი 5 მარტს გაწყდა.
"ეს ბავშვები არიან მარიუპოლში ჩარჩენილები, დათო და მარიამი. იქნებ ვინმემ რამენაირად შეძლოთ დახმარება. ტელეფონებიც აღარ აქვთ, აღარც საკვები Mariupol. prospekt stroitelei 177. kvartira55 ამ მისამართზე არიან.
+380 935440147 ტელ ნომერი. ბავშვების დედას ანია ქვია. მამა საქართველოშია და ვერც ვერავის ვაწვდენთ ხმას უკვე ისე ვართ არც ვიცით რა ვიფიქროთ დღეს მარიაპოლი დაბომბეს და კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ვართ თუ ვინმეს ეცნობა ან შეუძლია რამე გვითხრას ცოცხლები არიან როგორ არიან გთხოვთ ძალიან გთხოვთ რომ გაგვაგებინოთ, დედით უკრიანელები, მამით ქართველები არიან", - ნათქვამი იყო გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.