როგორ გავუვარჯიშოთ პატარას სტრესის დაძლევის უნარი?- 6 თამაში, რაც ბავშვს სტრესის მიმართ გამძლეს ხდის | Allnews.Ge

როგორ გავუვარჯიშოთ პატარას სტრესის დაძლევის უნარი?- 6 თამაში, რაც ბავშვს სტრესის მიმართ გამძლეს ხდის

სტრესი მხოლოდ ზრდასრულების პრობლემა არ არის. ბავშვებიც ხშირად განიცდიან მას და სამწუხაროდ, ბევრჯერ უფროსებს ამის შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს. სტრესის არიდება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ, რომ ბავშვები სტრესული სიტუაციის მიმართ უფრო გამძლენი იყვნენ და შეეძლოთ უარყოფით ემოციებთან გამკლავება. წარმოგიდგენთ 5 ცნობილ თამაშს, რომელიც ბავშვს ისეთ უნარებს გაუძლიერებს, რომ რთულ პერიოდებს ადეკვატურად აღიქვამს და მათი გადალახვა არ გაუჭირდება.

წრეში ბურთი

მოთამაშე, რომლის ბურთით „დაჭრასაც“ ორივე მხარე ცდილობს, დაძაბულობას განიცდის. მისი მთავარი ამოცანაა, ბურთს დაუსხლტეს. ამ დროს გამოიყოფა კორტიზოლი, თუმცა მოძრაობის, დადებითი განწყობის, თამაშის ხალისიანი მომენტების გამო მისი დონე კრიტიკული არ არის. მეტიც, ბავშვი სწავლობს, რომ არ უნდა მოდუნდეს სტრესის დროს, არამედ იმოძრაოს, ყურადღებით იყოს, სხეულის მობილიზება შეძლოს. როცა „დაჭრიან“, ესეც კორტიზოლის ამოფრქვევა იქნება, რომელთან გამკლავებასაც ბავშვის სხეული მოძრაობის ხარჯზე კარგად სწავლობს.

დამალობანა

ბავშვებს, განსაკუთრებით კი 3-4 წლისებს, უჭირთ დამალობანას თამაში. მათთვის რთულია, ჩუმად იხსდნენ სამალავში ისე, რომ თავი დროზე ადრე არ გასცენ. ხოლო თამაშისას სწორედ ეს მცდელობა უვარჯიშებთ ძალიან საჭირო უნარს. განაგრძეთ კითხვა