ალექსეი არესტოვიჩი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომი 2019 წელს იწინასწარმეტყველა, კახეთშია დაბადებული | Allnews.Ge

ალექსეი არესტოვიჩი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომი 2019 წელს იწინასწარმეტყველა, კახეთშია დაბადებული

ალექ­სეი არეს­ტო­ვი­ჩი უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში უკ­რა­ი­ნის ფარ­გლებს გა­რე­თაც მო­ექ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ზე­ლენ­სკის მრჩე­ვე­ლი ხში­რად ჩანს მე­დი­ა­ში და მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. ქარ­თვე­ლე­ბის­თვის მისი ფი­გუ­რა კი­დევ ერ­თმა ფაქ­ტმა გა­ხა­და სა­ინ­ტე­რე­სო - რო­გორც ირ­კვე­ვა, არეს­ტო­ვი­ჩი 1975 წლის 3 აგ­ვის­ტოს კა­ხეთ­ში, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, სამ­ხედ­რო გარ­ნი­ზონ­ში და­ი­ბა­და. უკ­რა­ი­ნუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი, ბლო­გე­რი, სამ­ხედ­რო, ამ­ჟა­მად პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი მრჩე­ვე­ლია.

მას აქვს ბე­ლო­რუ­სუ­ლი და პო­ლო­ნუ­რი ფეს­ვე­ბი. მამა უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ის შე­სარ­ჩე­ვი კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. ალექ­სე­ის და­ბა­დე­ბი­დან მალე ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ვი­და.1992 წელს და­ამ­თავ­რა კი­ე­ვის 178-ე სკო­ლა, შემ­დეგ კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა.

articleimage-133135-49912-1646979452.jpg

ალექ­სეი არეს­ტო­ვიჩ­მა სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა 1993 წელს და­ი­წყო. თა­მა­შობ­და კი­ე­ვის თე­ატრ-სტუ­დი­ა­ში "შავი მო­ე­და­ნი". ამის შემ­დეგ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა მი­ა­ტო­ვა და რე­გუ­ლა­რუ­ლად ეს­წრე­ბო­და სამ­სა­ხი­ო­ბო გაკ­ვე­თი­ლებს. 2007 წელს გახ­და კი­ნო­საპ­რო­დუ­სე­რო კომ­პა­ნია Aegis Artist Group-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. 2013 წელს ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და ICTV არხზე გა­და­ცე­მის "ას­წავ­ლე ცხოვ­რე­ბა" გა­და­ღე­ბებ­ში, რო­გორც ოჯა­ხის ფსი­ქო­ლო­გი და წამ­ყვა­ნი.

arest1-49924-1646979483.jpg

თა­მა­შობ­და სა­რეკ­ლა­მო რგო­ლებ­სა და სე­რი­ა­ლებ­ში - "მუხ­ტა­რის დაბ­რუ­ნე­ბა", "მო­ლო­დი­ნი", "ძმა-ძმის­თვის" და ა.შ. 2012 წელს მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა კო­მე­დი­ა­ში "ნუ გე­ში­ნია, ახ­ლოს ვარ". მისი პერ­სო­ნა­ჟი იგორ სმირ­ნო­ვი ბან­კის თა­ნამ­შრო­მე­ლია, რო­მე­ლიც სა­მუ­შა­ო­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბას ვერ აბა­ლან­სებს.

არეს­ტო­ვი­ჩი 2000 წლი­დან ატა­რებს ფსი­ქო­ლო­გი­ურ სე­მი­ნა­რებ­სა და ტრე­ნინ­გებს. დრა­მა­ტუ­ლი იმპრო­ვი­ზა­ცი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ავ­ტო­რო წიგ­ნიც და­წე­რა. განაგრძეთ კითხვა

myquiz