რას ნიშნავს ულტრა დამუშავებული საკვები და რატომ არის იგი განსაკუთრებით სახიფათო მოზარდებისთვის | Allnews.Ge

რას ნიშნავს ულტრა დამუშავებული საკვები და რატომ არის იგი განსაკუთრებით სახიფათო მოზარდებისთვის

ულტრა დამუშავებული საკვები, ანუ საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით შაქარს, მარილს, ზეთს, ჰიდროგენებს შეიცავს, საკმაოდ სახიფათოა ტვინის მუშაობისთვის, მითუმეტეს, თუ მას ახალგაზრდა მიირთმევს.

მიწისთხილის კარაქი, პასტა, პიცა, ბურგერი... ეს ყველაფერი ულტრა დამუშავებული საკვებია.

კვების რაციონმა, რომელიც გაჯერებულია ამ სახის საკვებით, შესაძლოა, გამოიწვიოს გონების მკვეთრი დაქვეითება.

ტვინში ნეიროტრანსმიდერი დოფამინის გამოყენება სიამოვნების განცდას ქმნის. ეს სიამოვნების განცდა ერთნაირია ფულზე, ნარკოტიკებზე, პოზიტიურ განწყობებზე და საკვებზე. ნეირომეცნიერი ნორა ვოლკოვი ამას ევოლუციის პერიოდში საკვების მწირ რაოდენობას უკავშირებს, იმ დროს ხალხს საკვები მხოლოდ გადარჩენისთვის სჭირდებოდა, ახლა კი ისეთი ფართო არჩევანია, ადამიანები სიამოვნებაზე უფრო მეტად ფიქრობენ, ვიდრე შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილებაზე.

sasusnavi-1646805427.jpg

საკვებიდან დოფამინის გამოყოფის დონე უფრო მაღალია ვიდრე რომელიმე ცნობილი ნარკოტიკული ნივთიერებიდან. ეს ყოველივე საკვებზე მოთხოვნილებას აჩენს და თანდათან უფრო აძლიერებს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი საკვები, განსაკუთრებით ცხიმიანი და შაქრის შემცველი საკვები, ასტიმულირებს ჯილდოს მიღების გრძნობას. დოქტორმა დუგლასმა ამას მინიმალური ტკივილისა და ძალისხმევის ხარჯზე მაქსიმალური სიამოვნების მიღება უწოდა.

დოფამინს შეუძლია ურთიერთქმედება გლუტამატთან, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს სწავლაში, ლტოლვასა და აზროვნებაში. განაგრძეთ კითხვა