"ქალაქში ერთმანეთის მიყოლებით ცარიელდება მაღაზიები... ყველაფერი გაძვირდა და ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა" - რას ჰყვება მოსკოვში მცხოვრები ქართველი?
სანქციების ამოქმედებიდან ერთ კვირაში, რუსეთში პრობლემები უკვე იგრძნობა. ადგილობრივების თქმით, სავაჭრო ობიექტებში დეფიციტი არ არის, მაგრამ ფსიქოლოგიურ წნეხს იწვევს ის ფაქტი, რომ ქალაქში ერთმანეთის მიყოლებით ცარიელდება მაღაზიები, სადაც ადრე ბრენდები იყო და უამრავი ხალხი ირეოდა...
კიდევ ერთი ნაწილის თქმით, საერთაშორისო ბრენდების, ქსელებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების გასვლა, ფსიქოლოგიური წნეხის გარდა, ათობით ათას უმუშევრად დარჩენილ ადგილობრივს ნიშნავს.
AMBEBI.GE-სთან საუბარში მოსკოვში მცხოვრები ქართველი ამბობს, რომ ბოლო დღეებია ვერ სარგებლობენ "ფეისბუქით", მხოლოდ მესენჯერის გამოყენება შეუძლიათ და როგორც ცნობილია, 11 მარტიდან, ინტერნეტი მთელ ქვეყანაში ითიშება.
- თქვენ უფრო მეტი იცით, თუ რა ხდება ბოლო დღეებში უკრაინაში, აქ ყველაფერს ბლოკავენ. ყველანაირი ანტიპუტინისტური ინფორმაცია იბლოკება. თუმცა, სამედიცინო წრეებში მაინც გავრცელდა, რომ რუსეთის თითქმის ყველა საავადმყოფოში ჰყავთ დაჭრილები. მოსკოვის სამედიცინო კლინიკებში მკურნალობენ მაღალი თანამდებობის სამხედრო პირებს...
საინფორმაციო წნეხის კვალდაკვალ მატულობს ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გამომსვლელთა რაოდენობა. უამრავი ადამიანი დააკავეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ყველას აფრთხილებენ, რომ ვინც ანტიდასავლურ ქმედებებში იქნება შემჩნეული ყველას მიხედავენ. ის ნაწილი, ვინც პროტესტს გამოხატავს, ნამდვილად არ არის მოსახლეობის უმეტესობა. უამრავი ადგილობრივი ნამდვილად იზიარებს პუტინის პოლიტიკას და მხარს უჭერს იმას, რასაც უკრაინაში აკეთებს. რუსეთი ყველას ეხმარება, შემდეგ კი, როგორც კი ფეხზე წამოდგებიან, გვღალატობენო... უამრავი ახალგაზრდა ამბობს, რომ არა ამერიკა, ისევ ისევ ერთად ვიქნებოდითო.
- ფასებმა მოიმატა?
- ყველაფერი გაძვირდა... ადგილობრივები თავს იმით იმშვიდებენ, რომ ბრენდები, ვინც გადიან, მათი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს დროებითია და მალე დაბრუნდებიან. ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, ხელისუფლება ჰპირდება, რომ კომპენსაციას გასცემენ, მაგრამ არავინ აზუსტებს ეს იქნება სრული ხელფასი, თუ ანაზღაურების 50 ან 40 %. კითხვასაც ვერ სვამენ, რა თანხას მიიღებენ. ცხადია "სამსუნგი" იქნება, "ეფლი" თუ სხვა რამ, ყველას ადგილობრივი ჰყავდა დასაქმებული. განაგრეთ კითხვა