"ღმერთს, როგორც ჩანს, არ სცალია. რომ ეცალოს, 18 თვის ბავშვი არ მოკვდებოდა რუსების ხელით" - დათო გორგილაძე | Allnews.Ge

"ღმერთს, როგორც ჩანს, არ სცალია. რომ ეცალოს, 18 თვის ბავშვი არ მოკვდებოდა რუსების ხელით" - დათო გორგილაძე

მწერალი და ტელეჟურნალიტი დავით გორგილაძე სოციალურ ქსელში ომიდან გაწვეულ იმ სასტიკ უსამართლობას ეხმაურება, რამაც 18 თვის ბავშვის სიცოცხლე შეიწირა და რომ "ვლოულობთ უკრაინისთვის" გაცრეცილ კლიშედ იქცა.

ჰო, ერთიც:

ლოცვა არ ჭრის.

სიტყვები "ვლოცულობთ უკრაინისთვის" დაემსგავსა სიტყვებს "გვერდითი მოვლენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს".

ღმერთს, როგორც ჩანს, არ სცალია.

რომ ეცალოს, 18 თვის ბავშვი არ მოკვდებოდა რუსების ხელით.

არ დამიწყოთ ახლა ამქვეყნიურ განსაცდელსა და იმქვეყნიურ სასუფეველზე ლაპარაკი.

წადით და იმ ბავშვის მშობლებს უთხარით ეგ.

და მერე დაითვალეთ რამდენი კბილით ნაკლები გექნებათ.

*

შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქში, მარიუპოლში დაბომბვის შედეგად, 18 თვის ბავშვი დაიღუპა.

202203081054006227-1646730879.jpg

მედიის ინფორმაციით, ის მშობლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ომის დაწყებიდან უკრაინაში დაბობვების შედეგად ათეულობით ბავშვი დაიღუპა უკვე. პუტინის პირველი მსხვერპლი გახდა 12 წლის ხარკოველი ბიჭუნა ანტონ ტარასენკოც.