რუსი გენერალ-ლეიტენანტი ამტკიცებს, რომ ღორის ჭირი, რომელიც რუსეთში ვრცელდება, თურმე საქართველოში გამოიყვანეს | Allnews.Ge

რუსი გენერალ-ლეიტენანტი ამტკიცებს, რომ ღორის ჭირი, რომელიც რუსეთში ვრცელდება, თურმე საქართველოში გამოიყვანეს

რუ­სე­თი კვლავ არ ეშ­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას.

"ღო­რის აფ­რი­კუ­ლი ჭირი, რო­მე­ლიც 2007 წლი­დან აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­შია გა­მოყ­ვა­ნი­ლი", - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რა­დი­ა­ცი­უ­ლი, ქი­მი­უ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი დაც­ვის უფ­როს­მა, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტმა იგორ კი­რი­ლოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"გვჯე­რა, რომ 2007 წელს, ღო­რის აფ­რი­კუ­ლი ჭი­რის შტა­მი, გაზ­რდი­ლი გა­დამ­დე­ბო­ბით, გა­მო­იყ­ვა­ნეს პენ­ტა­გონს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ბი­ო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. მის­მა გავ­რცე­ლე­ბამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა რიგ სა­ხელ­მწი­ფო­ებს, მათ შო­რის, უკ­რა­ი­ნა­სა და პო­ლო­ნეთს და ისი­ნი გა­მო­რი­ცხა ღო­რის ხორ­ცის ექ­სპორ­ტი­ო­რე­ბი­დან“, - თქვა რუს­მა სამ­ხედ­რომ გა­სულ ორ­შა­ბათს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

"ინ­ტერ­ფაქ­სის“ ცნო­ბით, 2013 წელს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა სა­ხელ­მწი­ფო სა­ნი­ტა­რი­ულ­მა ექიმ­მა, გე­ნა­დი ონი­შენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ ღო­რის აფ­რი­კუ­ლი ჭირი, რო­მელ­მაც რუ­სე­თის რე­გი­ო­ნებ­ში მსხვილ­ფე­ხა რქო­სან პი­რუ­ტყვს მო­ე­დო, რუ­სეთ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­ვი­და და გავ­რცელ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუსი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და მათი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია პე­რი­ო­დუ­ლად თბი­ლის­ში, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ ვირუ­სებ­ზე სხვა­დას­ხვა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ხში­რად ლა­პა­რა­კო­ბენ.

2011 წლი­დან, იმ პე­რი­ო­დი­დან, რაც თბი­ლის­ში ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია გა­იხ­სნა, რუ­სულ მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ჭო­რე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ქი­მი­უ­რი, ან ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის, ან სა­ში­ში ვირუ­სუ­ლი შტა­მე­ბის გა­მოყ­ვა­ნის შე­სა­ხებ. იგი­ვე ბრალ­დე­ბებს აჟ­ღე­რე­ბენ რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი.

ცნო­ბის­თვის, 2018 წლის ბო­ლოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ას 17 ქვეყ­ნის ექ­სპერ­ტი ეწ­ვია. მათ დას­კვნა­ში კი აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ლა­ბო­რა­ტო­რია მუ­შა­ობს მხო­ლოდ "მშვი­დო­ბი­ა­ნი მიზ­ნე­ბის­თვის.“

Ambebi.ge