"რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება შეცდომა იყო... ნამდვილად არის საფრთხე, რომ რუსეთიდან შემოსულებს არაერთი აგენტი შემოჰყვეს" - ექსპერტი | Allnews.Ge

"რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება შეცდომა იყო... ნამდვილად არის საფრთხე, რომ რუსეთიდან შემოსულებს არაერთი აგენტი შემოჰყვეს" - ექსპერტი

რუ­სეთს ბლიცკ­რი­გი არ გა­მო­უ­ვი­და, უკ­რა­ი­ნა თავ­გან­წირ­ვით იბ­რძვის და მი­წის თი­თო­ე­ულ გოჯს გა­აფ­თრე­ბით იცავს. ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბის ცნო­ბით, ომს უკვე შე­ე­წი­რა 11 000 რუსი ჯა­რის­კა­ცი. მსხვერ­პლია უკ­რა­ი­ნის არ­მი­ა­სა და მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლია 28 ბავ­შვი. რუ­სეთს მსოფ­ლი­ომ მარ­თლაც არ­ნა­ხუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. უდი­დეს­მა უცხო­ურ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა, მათ შო­რის - ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა, უკვე შე­წყვი­ტეს რუ­სეთ­ში მუ­შა­ო­ბა. სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დათ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ბიზ­ნე­სე­ლი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ბან­კებს, ენერ­გე­ტი­კულ კომ­პა­ნი­ებს. რუ­სუ­ლი რუბ­ლი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად უფა­სურ­დე­ბა. კრემ­ლი სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში მოქ­ცე­ვას ცდი­ლობს. მი­ი­ღეს კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­ში „ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის” გავ­რცე­ლე­ბის­თვის ჟურ­ნა­ლის­ტებს 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ. ამის შემ­დეგ მა­უ­წყებ­ლო­ბა შე­ა­ჩე­რა თით­ქმის ყვე­ლა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ. უკ­რა­ი­ნამ ევ­რო­კავ­შირ­ში დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი გა­წევ­რე­ბის­თვის გა­ნა­ცხა­დი შე­ი­ტა­ნა. მას მიჰ­ბა­ძეს სა­ქარ­თვე­ლომ და მოლ­დო­ვამ. რო­გორ დას­რულ­დე­ბა პრო­ცე­სი, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომსა და მის თან­მდევ მოვ­ლე­ნებ­ზე ექ­სპერ­ტი სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ნება მო­მე­ცით, უპირ­ვე­ლე­სად ვთქვა, რომ აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი ის აგ­რე­სია, რა­საც რუ­სე­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ იჩენს. 10 დღე­ზე მეტი გა­ვი­და ომის და­წყე­ბი­დან და ბევ­რი რა­მის შე­ფა­სე­ბა უკვე შეგ­ვიძ­ლია.

sandrotvalchrelidze-64838-1646656936.jpg

აშ­კა­რაა, რომ პუ­ტინს თა­ვი­სი "გე­ნი­ა­ლუ­რი" სტრა­ტე­გე­ბის ექ­სპერ­ტი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე ეგო­ნა, ად­ვი­ლად გა­ი­სე­ირ­ნებ­და უკ­რა­ი­ნა­ში, მაგ­რამ მის­თვის სა­უ­ბე­დუ­როდ და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს სა­სი­ხა­რუ­ლოდ, უკ­რა­ი­ნამ გა­მო­ავ­ლი­ნა გა­უ­გო­ნა­რი გმი­რო­ბა და ამა­ში უზარ­მა­ზა­რია ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის როლი, რო­მე­ლიც სამ დღე­ში სუს­ტი პრე­ზი­დენ­ტი­დან მსოფ­ლიო დო­ნის ლი­დე­რად და გმი­რად გა­და­იქ­ცა. ერი შეკ­რუ­ლია, უკან და­ხე­ვა­ზე არა­ვინ ფიქ­რობს, ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად პირ­და­პირ ეთერ­ში ვხე­დავთ გმი­რო­ბის სა­ო­ცარ მა­გა­ლი­თებს, რო­დე­საც ხალ­ხი შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით უკან ახე­ვი­ნებს ოკუ­პან­ტებს. ოდე­სა­ში მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან ქა­ლა­ქის და­სა­ცა­ვად ბრი­გა­და შე­იქ­მნა. ქვეყ­ნი­დან წა­სუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი საბ­რძოლ­ვე­ლად სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბი­ან.

ასე­ვე ვხე­დავთ რუ­სე­თის უუ­ნა­რო­ბას სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით. მათ უკ­რა­ი­ნის არ­მი­ა­ზე თით­ქმის ხუთ­ჯერ მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჰქონ­დათ, მაგ­რამ ეს უპი­რა­ტე­სო­ბა გამ­ქრა­ლია... მათი სტრა­ტე­გია არის ერ­თფე­რო­ვა­ნი, რი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვანს ვე­რა­ფერს აკე­თე­ბენ. აშ­კა­რად ჩანს, რომ ელე­ვათ ზუს­ტი და­მიზ­ნე­ბის რა­კე­ტე­ბი, საკ­ვე­ბი, საწ­ვა­ვი და ეს სულ 11 დღე­ში! უნდა მო­ეს­მი­ნათ გენშტა­ბის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის­თვის, როცა ის ამ­ბობ­და, რომ რუ­სე­თი ამ ძა­ლე­ბით უკ­რა­ი­ნას ვერ მო­ე­რე­ო­და. უკვე იმა­საც კი ამ­ბო­ბენ, რომ პუ­ტი­ნი სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას გა­მო­ა­ცხა­დებს. პუ­ტი­ნის პა­ნი­კა იმი­თაც მჟღავ­ნდე­ბა, რომ რუ­სეთ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­ე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და­კე­ტეს. შე­ჩე­რე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნა. შიგ­ნი­დან კე­ტავს ქვე­ყა­ნას, რომ ხალ­ხი არ გა­იქ­ცეს. სრუ­ლი უუ­ნა­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვამ, არ გა­მარ­თლდა პროგ­ნო­ზი, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რუ­სე­თის არ­მი­ას სი­ხა­რუ­ლით შე­ე­გე­ბე­ბოდ­ნენ... რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის ქმე­დე­ბა­ში სტრა­ტე­გია არ ჩანს, მე­ტიც, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ მათ ომი­სა არა­ფე­რი გა­ე­გე­ბათ. მათი სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­ფა­სე­ბაც, რა მოხ­დე­ბო­და მსოფ­ლი­ო­ში ომის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მცდა­რი გა­მოდ­გა. არა­ვინ ელო­და ასეთ სან­ქცი­ებს, რაც ლავ­როვ­მაც აღი­ა­რა. არც სე­ჩი­ნი, არც ტიმ­ჩენ­კო, არც უს­მა­ნო­ვი თა­ვი­ანთ იახ­ტებს ევ­რო­პა­ში არ და­ტო­ვებ­დნენ, ასე­თი სან­ქცი­ე­ბის მო­ლო­დი­ნი რომ ჰქო­ნო­დათ. მარ­ტო ამ სამ ოლი­გარ­ქს 2 მი­ლი­არ­დის ქო­ნე­ბა წა­არ­თვეს.

სა­ინ­ტე­რე­სოდ იქ­ცე­ვა აბ­რა­მო­ვი­ჩი - ის ყი­დის "ჩელ­სის" და ამ­ბობს, რომ მთელ ფულს უკ­რა­ი­ნას გა­და­უ­რი­ცხავს. ერთ-ერ­თმა გავ­ლე­ნი­ან­მა რუს­მა ბიზ­ნეს­მენ­მა ოლეგ დე­რი­პას­კამ, რო­მე­ლიც კა-გე-ბეს გე­ნე­რა­ლი და პუ­ტი­ნის მარ­ჯვე­ნა ხე­ლია ევ­რო­პას­თან ფი­ნან­სუ­რი კავ­ში­რის თვალ­საზ­რი­სით, თქვა, ომი დამ­ღუპ­ვე­ლია და მალე რუ­სეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი მას­შტა­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი და­ი­წყე­ბა, 1998 წლის კრი­ზი­სი სამ­ზე რომ გა­ვამ­რავ­ლო­თო.

ჩი­პებს ვერ ყი­დუ­ლო­ბენ, არა­და, საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი, რა­კე­ტე­ბი ტა­ი­ლან­დურ ჩი­პებ­ზე იგე­ბა, ამი­ტო­მაც მო­უ­წევთ მათი წარ­მო­ე­ბის შე­წყვე­ტა. თვითმფრი­ნა­ვებს, რომ­ლე­ბიც რუ­სებს ლი­ზინ­გით აქვთ, უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი უკან ითხო­ვენ. რა თქმა უნდა, არ და­აბ­რუ­ნე­ბენ, ამი­ტო­მაც მათი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბი შე­წყვე­ტი­ლია და რო­გორც კი რო­მე­ლი­მე ასე­თი თვითმფრი­ნა­ვი უცხო­ეთ­ში დაჯ­დე­ბა, მას და­ა­ყა­და­ღე­ბენ. ორი­ო­დე თვე­ში რუ­სეთ­ში თვითმფრი­ნა­ვი ვე­ღარ აფ­რინ­დე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მათ მუდ­მი­ვი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა, "ბო­ინ­გმა" და "აერ­ბუს­მა" კი რუ­სეთ­ში პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ოფი­სე­ბი და­კე­ტეს. ეგ კი არა, მალე "ჟი­გუ­ლი­საც" ვე­ღარ აწარ­მო­ე­ბენ, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ნა­წი­ლი უცხო­ე­თი­დან შეჰ­ქონ­დათ. მოკ­ლედ, მო­უ­წევთ ურ­მებ­ზე გა­დას­ხდო­მა. რუსი ექ­სპერ­ტე­ბის­ვე თქმით, უცხო­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­რე­შე ცოტა ხან­ში მტვერ­სას­რუტ­საც კი ვერ აა­წყო­ბენ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა