როგორ გავუმკლავდეთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო განვითარებულ სტრესს | Allnews.Ge

როგორ გავუმკლავდეთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო განვითარებულ სტრესს

ფსიქოლოგი რუპერტ სონდერსი მოგვითხრობს როგორ გავუმკლავდეთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო განვითარებულ სტრესს.ამის შესახებ წერს The Sydney Morning Herald.

სპეციალისტი გვირჩევს დროდადრო უარი ვთქვათ სოციალურ ქსელებში ახალი ამბების კითხვაზე. „თუ კონტენტი, რომელსაც უყურებთ, იწვევს სტრესს, გადადეთ ტელეფონი და შეისვენეთ“ - გვიხსნის იგი.

სონდერსის თქმით, უნდა მოვიფიქროთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან ყურადღების გადატანის რაიმე საშუალება: მაგალითად, ვარჯიში, იოგა, მედიტაცია, ან საყვარელი ჰობი.

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რთულ პერიოდში ძალიან სასარგებლოა ფიზიკური აქტივობა. საჭიროა ძილის რეჟიმის მოწესრიგება, კარგი კვება და დიდი რაოდენობით წყლის მიღება.

ფსიქოლოგი გვირჩევს ჩვენი განცდების შესახებ ვისაუბროთ მეგობრებთან ან ნათესავებთან და არ შევიკავოთ ცრემლები. „ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ- ამბობს იგი- ემოციები უბერალოდ არ მოდის. ტირილი, როცა ამის სურვილი გაქვთ - კარგი აზრია“ .

myquiz