როგორ აფასებს საგარეო საქმეთა ექსმინისტრი "ქართული ოცნების" ევროკავშირთან დაკავშირებულ ინიციატივას? | Allnews.Ge

როგორ აფასებს საგარეო საქმეთა ექსმინისტრი "ქართული ოცნების" ევროკავშირთან დაკავშირებულ ინიციატივას?

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და­ა­ი­ნი­ცი­რა რე­ზო­ლუ­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად, მთავ­რო­ბას და­ე­ვა­ლა აა­მოქ­მე­დოს ყვე­ლა ბერ­კე­ტი ევ­რო­კავ­შირ­ში და­უ­ყო­ნებ­ლივ გა­სა­წევ­რებ­ლად.

ამ სა­კითხს ეხ­მა­უ­რე­ბა სა­გე­რო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ბე­ლი­ძე, რო­მე­ლიც "ფე­ი­ბუქგ­ვერ­დზე" წერს:

"ეს პუნ­ქტე­ბი რაც ამ რე­ზო­ლუ­ცი­ა­შია ჩა­მოთ­ვლი­ლი 2018 წლის გა­ზა­ფხულ­ზე წარ­დგე­ნილ საგ­ზაო რუ­ქა­ში Roadmap2EU იყო გა­წე­რი­ლი.

მას შემ­დეგ 4 წელი გა­ვი­და და ახა­ლი რე­ა­ლო­ბა დგას, რო­მელ­საც სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი მე­სი­ჯი და აქ­ტი­ვო­ბა სჭირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლომ, სას­წრა­ფოდ, ყვე­ლა ფორ­მატ­ში, წევ­რო­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა უნდა მო­ი­თხო­ვოს. ეს არის ერ­თა­დერ­თი ხელ­შე­სა­ხე­ბი, რაც ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ და რა­საც იგ­რძნობს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა".

გა­დავ­ხე­დოთ რა წე­რია 13 პუნ­ქტის­გან შემ­დგარ პრო­ექ­ტში, რომ­ლის ინი­ცი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რა გუ­შინ და­ი­წყო.

რე­ზო­ლუ­ცია ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ:

1. ეყ­რდნო­ბა რა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს, სა­კა­ნონ­მდებ­ლო და კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე ნორ­მა­ტი­ულ აქ­ტებს, მათ შო­რის, "სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ 2013 წლის 7 მარ­ტის, "სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ“ 2016 წლის 29 დე­კემ­ბრი­სა და 2020 წლის 29 დე­კემ­ბრის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ებს;

2. ხელ­მძღვა­ნე­ლობს რა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის ურ­ყე­ვი ნე­ბით, ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნით, რო­მე­ლიც ასა­ხუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლში და გუ­ლის­ხმობს "ევ­რო­პის კავ­შირ­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად“ ყვე­ლა სა­ჭი­რო ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას;

3. ით­ვა­ლის­წი­ნებს რა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა სწრაფ­ვას, სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი და ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა, გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი;

4. აცხა­დებს, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღი­დან ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია;

5. მი­ე­სალ­მე­ბა 2014 წელს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს და აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ერ­თგულ მო­კავ­ში­რედ და დე­მოკ­რა­ტი­ის საყ­რდე­ნად რე­გი­ონ­ში;

6. აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მისი ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის სივ­რცის კომ­პო­ნენ­ტით ქვე­ყა­ნა­ში კე­თილ­დღე­ო­ბის ზრდი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­მტკი­ცე­ბის, ასე­ვე, ევ­რო­კავ­შირ­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ფუძ­ვე­ლია;

7. მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­აძ­ლი­ე­როს ძა­ლის­ხმე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­თა­ნა­დოდ მო­სამ­ზა­დებ­ლად ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­თვის;

8. მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს ევ­რო­კავ­შირ­სა და პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან ერ­თად იმ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­აღ­რმა­ვებს სატ­რან­სპორ­ტო კავ­ში­რებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­სა და პარტნი­ორ ქვეყ­ნებს შო­რის, მათ შო­რის შავი ზღვის ქვეყ­ნებს შო­რის სატ­რან­სპორ­ტო კავ­ში­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზით;

9. მი­ე­სალ­მე­ბა რა 2017 წელს ევ­რო­კავ­შირ­თან ვიზა ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის შენ­გე­ნის ზო­ნა­ში ვი­ზის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ღე­ბას, მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­ნაგ­რძოს აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტებ­თან, ისე ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის სივ­რცის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით;

10. მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ევ­რო­კავ­შირს, ხელი შე­უ­წყონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გაზ­რდას ევ­რო­კავ­ში­რის პროგ­რა­მებ­სა და სა­ა­გენ­ტო­ებ­ში, ასე­ვე დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ას ევ­რო­კავ­ში­რის ერ­თი­ან ეკო­ნო­მი­კურ სივ­რცე­ში;

11. მო­უ­წო­დებს ევ­რო­კავ­შირს, მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ერ­თოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გან­მტკი­ცე­ბის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­სა და რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბის პრო­ცეს­ში და გა­აძ­ლი­ე­როს ძა­ლის­ხმე­ვა 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის სრულ­ფა­სოვ­ნად შე­სას­რუ­ლებ­ლად ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის (EUMM) სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე წვდო­მის მიზ­ნით;

12. მო­უ­წო­დებს ევ­რო­კავ­შირს, უზ­რუნ­ველ­ყოს 2020 წლის 7 დე­კემ­ბერს ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა საბ­ჭოს მიერ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის გლო­ბა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვებ­ში პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებ­ზე გავ­რცე­ლე­ბა, რათა შე­წყდეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვე­ბი და უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე;

13. მო­უ­წო­დებს ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტებს, "ევ­რო­კავ­ში­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის“ 49-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის შე­სა­ბა­მი­სად, გა­დად­გან ყვე­ლა სა­ჭი­რო ნა­ბი­ჯი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის და­საჩ­ქა­რებ­ლად.