რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს | Allnews.Ge

რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები "რესპუბლიკის მოედნიდან" "თავისუფლების მოედნამდე" მსვლელობას აწყობენ.

სოლიდარობის აქციას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსებიც უერთდებიან.

როგორც ისინი აცხადებენ, უკრაინის მხარდამჭერი აქცია ყოველდღიურად უნდა გაიმართოს.