დიზაინერ გიორგი მასხულიაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა | Allnews.Ge

დიზაინერ გიორგი მასხულიაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დი­ზა­ი­ნერ გი­ორ­გი მას­ხუ­ლი­ას წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ სამ პირს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 2000 - ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­პა­ტიმ­რო­ში გი­რა­ოს სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დამ­დე დარ­ჩე­ბი­ან.

ბრალ­დე­ბის მხა­რე მათ­თვის 5000- ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და. დღე­ვან­დელ პრო­ცესს ორი­ვე მხა­რე დის­ტან­ცი­უ­რად ეს­წრე­ბო­და.

და­ნა­შა­უ­ლი 21 თე­ბერ­ვალს მოხ­და.

"კლუბ "ოთახ­ში“, ახვლე­დი­ა­ნის # 6-ში, თავს და­მეს­ხა სამი ადა­მი­ა­ნი და პო­ლი­ცია არ რე­ა­გი­რებს. სას­წრა­ფოდ სა­მი­ვე მო­მიყ­ვა­ნეთ და და­ი­ჭი­რეთ. "ჰელ­სი­კო­რის“ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვარ", - აცხა­დებ­და მას­ხუ­ლია სოცქსელ­ში მის მი­ერ­ვე გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში.

ცნო­ბის­თვის, პო­ლი­ცი­ამ დი­ზა­ი­ნერ გი­ორ­გი მას­ხუ­ლი­ას წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე სამი პირი: 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ქ., 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ა. და 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ბ. და­ა­კა­ვეს. მათ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბა ედე­ბათ ბრა­ლად, და­ნა­შა­უ­ლი 2 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

myquiz