ომიკრონის რომელი ქვეშტამია ჩვენთან გავრცელებული, როგორ მიმდინარეობს ის ბავშვებში და არის თუ არა პოსტკოვიდის სიმპტომი მადის მატება ან დაქვეითება - რას გვირჩევს ექიმი? | Allnews.Ge

ომიკრონის რომელი ქვეშტამია ჩვენთან გავრცელებული, როგორ მიმდინარეობს ის ბავშვებში და არის თუ არა პოსტკოვიდის სიმპტომი მადის მატება ან დაქვეითება - რას გვირჩევს ექიმი?

მარ­თა­ლია, პან­დე­მი­ის მო­რი­გი ტალ­ღის პიკი გა­და­ვი­ა­რეთ და ახლა ე.წ. დაღ­მა­ვალ მრუდ­ზე ვართ, თუმ­ცა, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ველ­დღი­უ­რად ინ­ფი­ცი­რე­ბის ათა­სო­ბით შემ­თხვე­ვა, კი­დევ კარ­გა ხანს გვექ­ნე­ბა. ომიკ­რო­ნი კი, კი­დევ კარ­გა ხანს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი. ომიკ­რო­ნის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­სა და პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ambebi.ge-ს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა ესა­უბ­რე­ბა.

- ომიკ­რო­ნი გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე საკ­მა­ოდ სა­ყუ­რა­დღე­ბო შტა­მად მი­იჩ­ნე­ვა. პირ­ველ რიგ­ში, ეს გა­ნა­პი­რო­ბა იმან, რომ ვირუსს ბევ­რი მუ­ტა­ცია აქვს, რაც შე­სა­ბა­მი­სად ნიშ­ნავ­და იმას, რომ არ­სე­ბობ­და რის­კე­ბი იმი­სა, რომ მას შე­ეც­ვა­ლა ბუ­ნე­ბა, გამ­ხდა­რი­ყო ან უფრო ად­ვი­ლად გა­დამ­დე­ბი, ან უფრო აგ­რე­სი­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე... შემ­დეგ­ში კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სა­ბედ­ნი­ე­როდ, აგ­რე­სი­უ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არ მი­ი­ღო, ომიკ­რო­ნით, ანუ ამ შტა­მით გა­მოწ­ვე­ულ­მა და­ა­ვა­დე­ბამ, თუმ­ცა გახ­და ბევ­რად უფრო ად­ვი­ლად გა­დამ­დე­ბი. კი­დევ ერთი, რი­თაც გან­სხვავ­დე­ბა ომიკ­რო­ნი წი­ნა­მორ­ბე­დი შტა­მე­ბის­გან ისაა, რომ მა­ღა­ლია რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კე­ბი. დელ­ტა შტამს თუ შე­ვა­და­რებთ, ეს და­ახ­ლო­ე­ბით 5-ჯერ არის გაზ­რდი­ლი, ანუ ადა­მი­ან­მა თუ გა­და­ი­ტა­ნა ერთხელ რო­მე­ლი­მე სხვა შტა­მის კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია ალ­ბა­თო­ბა, რომ ის ომიკ­რო­ნით ხე­ლახ­ლა და­ინ­ფი­ცირ­დეს. ასე­ვე კარ­გი თვი­სე­ბა ის აქვს, რომ ომირ­კონს ახა­სი­ა­თებს ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა დელ­ტას­თან შე­და­რე­ბით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ­თვის მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ან­რე­ობს, გან­სა­კუთ­რე­ბით რის­კჯ­გუ­ფებ­ში, ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­ში, ქრო­ნი­კუ­ლი და ფო­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბის ადა­მი­ა­ნებ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ომიკ­რონ­საც ახა­სი­ა­თებს მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რიც ჰქონ­და დელ­ტას და მის წი­ნა­მორ­ბედ შტა­მებს.

- რე­ინ­ფი­ცი­რე­ბა ვახ­სე­ნეთ, ომიკ­რონ­გა­და­ტა­ნი­ლი მა­ლე­ვე ისევ ომირ­კო­ნით რომ რე­ინ­ფი­ცირ­დეს, შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- თე­ო­რი­უ­ლად ამის შან­სე­ბი არ­სე­ბობს, სამ­წუ­ხა­როდ. თუმ­ცა, რო­გორც კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, ომიკ­რო­ნის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ იგი­ვე შტა­მით ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კე­ბი პირ­ვე­ლი 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არის საკ­მა­ოდ და­ბა­ლი. უფრო ხან­გრძლი­ვად ჯერ არ ვი­ცით, იმი­ტომ რომ ომიკ­რონს ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ სამ­თვი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს.

- ომიკ­რო­ნის ქვე­ვა­რი­ან­ტებ­ზე რა არის ცნო­ბი­ლი?

- ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია 4 ქვეშ­ტა­მი, აქე­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მორ­ჩე­უ­ლი და სა­ყუ­რა­დღე­ბო არის BA2, რო­მე­ლიც ომიკ­რო­ნის BA1 ქვეშ­ტა­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა უფრო სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 1,5-2-ჯერ უფრო მა­ღა­ლი უნა­რი აქვს, რომ ად­ვი­ლად და­ა­ინ­ფი­ცი­როს ადა­მი­ა­ნი. ესაა მისი მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. კლი­ნი­კურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, რაც შე­ე­ხე­ბა, BA2-ს ისე­თი­ვე მსგავ­სი კლი­ნი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა აქვს, რო­გორც სხვა ქვეშ­ტა­მებს. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში BA2 არის დო­მი­ნან­ტი.

- ჩვენ­თან?

- ორი კვი­რის წი­ნან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, BA2 სწრა­ფად და აგ­რე­სი­უ­ლად ვრცელ­დე­ბო­და ჩვენ­თა­ნაც, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა, რომ ის უკვე დო­მი­ნან­ტი იყოს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

- თით­ქოს არ არის აგ­რე­სი­უ­ლი, მაგ­რამ ბავ­შვებ­ში უფრო სა­ყუ­რა­დღე­ბო და არც თუ მარ­ტი­ვი მიმ­დნი­რე­ბა ახა­სი­ა­თებ­სო...

- ბავ­შვებ­ში ომიკ­რონს აქვს თა­ვი­სე­ბუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ველ დღე­ებ­ში ახა­სი­ა­თებს ცხე­ლე­ბა, ანუ ბავ­შვებს აქვთ ხოლ­მე მა­ღა­ლი 39-40 გრა­დუ­სი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რომ­ლის სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მარ­თვა მშობ­ლებს უჭირთ და ხში­რად ხდე­ბა ეს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მი­ზე­ზი, იმი­ტომ, რომ ვერ ახერ­ხე­ბენ ტემ­პე­რა­ტუ­რის რე­გუ­ლი­რე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა მცი­რე ასა­კის ბავ­შვებ­ში - ახალ­შო­ბი­ლე­ბი, წლამ­დე, 3 წლამ­დე ბავ­შვე­ბი, ამ ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში რის­კე­ბი არის, რომ მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბის ფონ­ზე სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბი გან­ვი­თარ­დეს. ესაა ძი­რი­თა­დად გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი სხვა შტა­მე­ბის­გან და ამის გამო არის გაზ­რდი­ლი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა ჰოს­პიტ­ლებ­ში ომიკ­რო­ნის დროს. კარ­გი რაც აქვს ომიკ­რონს, შე­და­რე­ბით დელ­ტას­გან, ისაა, რომ ქვე­და სა­სუნ­თქი გზე­ბის, ანუ ფილ­ტვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა ბევ­რად და­ბა­ლია.

- რა და­რი­გე­ბებს მის­ცემთ დე­დებს, რას მი­აქ­ცი­ონს ყუ­რა­დღე­ბა?

- პირ­ველ რიგ­ში, ცხე­ლე­ბის ნუ შე­ე­შინ­დე­ბათ. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, თუ ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცია ხან­გრძლივ­დე­ბა 3 დღე­ზე მეტ ხანს, ვგუ­ლის­ხმობ, 38-ზე მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას, მი­მარ­თონ ექიმს. თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა არ ემორ­ჩი­ლე­ბა სი­ცხის დამ­წევ სა­შუ­ა­ლე­ბას, თუ ბავ­შვი ვერ არის აქ­ტი­უ­რი, არ იღებს საკ­ვებს, სი­თხეს, ძი­ლი­ა­ნო­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლად მი­მარ­თონ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. თუ ბავ­შვს აქვს ზემო სა­სუნ­თქი გზე­ბის ობსტრუქ­ცი­ის ნიშ­ნე­ბი, ანუ აქვს ხმა­უ­რი­ა­ნი სუნ­თქვა, უჭირს ჩა­სუნ­თქვა-ამო­სუნ­თქვა, ეს ის ნიშ­ნე­ბია, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად დრო­უ­ლად უნდა მი­ექ­ცეს ყუ­რა­დღე­ბა.

- ომიკ­რონ BA2-ს ანუ რო­გორ მე­ო­რე­ნა­ი­რად უწო­დე­ბენ, სტელს-ომიკ­რონს, შე­საძ­ლოა, რომ მალე გა­მო­უჩ­ნდეს კონ­კუ­რენ­ტი შტა­მი?

- რა თქმა უნდა. ზო­გა­დად, ვირუს­ლო­გი­ის ერთ პრინ­ციპს ვი­ტყვი. ვირუ­სე­ბი, ბაქ­ტე­რი­ე­ბი და სხვა მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი მუდ­მი­ვად გა­ნიც­დი­ან მუ­ტა­ცი­ას. მუ­ტა­ცია არის ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თე­ო­რი­უ­ლი რის­კე­ბი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს, რომ მოხ­დეს ახა­ლი შტა­მის გა­მო­ჩე­ნა. კი­თხვა ის­მის ასე, - რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა ეს შტა­მი იმ თვი­სე­ბე­ბის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რომ მან სრუ­ლი­ად ჩა­ა­ნაც­ვლოს არ­სე­ბუ­ლი შტა­მე­ბი. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია მუ­ტა­ცი­ის ხა­სი­ათ­ზე და მუ­ტა­ცი­ის სიმ­რავ­ლე­ზე. ამ ეტაპ­ზე, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ გა­მო­უვ­ლე­ნია რომ­ლი­მე შტა­მი, რო­მელ­ზეც იტყო­და, რომ ეს სა­ყუ­რა­დღე­ბოა.

ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი არის ის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე ვა­და­ში მო­ხერ­ხდეს, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის 70-80%-ის ვაქ­ცი­ნა­ცია. იმ რე­გი­ო­ნებ­ში და იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ვაქ­ცი­ნა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს კარ­გად, მუ­ტან­ტუ­რი შტა­მის წარ­მოქ­მნის ალ­ბა­თო­ბა არის და­ბა­ლი. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს სტა­ტის­ტი­კაც. ომიკ­რო­ნიც, დელ­ტა შტა­მიც გავ­რცელ­და ისე­თი ქვეყ­ნე­ბი­დან და კონ­ტი­ნენ­ტე­ბი­დან, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნით მოც­ვა იყო და­ბა­ლი.

- რაც შე­ე­ხე­ბა პოს­ტო­მიკ­რო­ნულ გარ­თუ­ლე­ბებს, ამა­ზე რას გვე­ტყვით?

- მინ­და, ერთი გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თო, ხში­რად მეს­მის ხოლ­მე, - კო­ვი­დი და ომიკ­რო­ნი გა­და­ვი­ტა­ნეო, ისე ამ­ბო­ბენ, თით­ქოს სხვა­დას­ხვა ვირუ­სე­ბი იყოს. ეს ასე არ არის. ომიკ­რონ­მა მრა­ვა­ლი მუ­ტა­ცი­ის შე­დე­გად იც­ვა­ლა სახე, თვი­სე­ბე­ბი, მაგ­რამ ის მა­ინც არის კო­ვი­დის გა­მომ­წვე­ვი ერთ-ერთი შტა­მი და შე­სა­ბა­მი­სად, პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი და პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი ომიკ­რონ­საც ისე­ვე ახა­სი­ა­თებს, რო­გორც მის წი­ნა­მორ­ბედ შტა­მებს. უბ­რა­ლოდ შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა ინ­ტენ­სი­ვო­ბა, ან სიმპტო­მე­ბი. ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, ვგუ­ლის­ხმობ ომიკ­რო­ნის შტამს, უხან­გრძლივ­დე­ბათ დაღ­ლი­ლო­ბა, მშრა­ლი ხვე­ლა, ყე­ლის სიმ­შრა­ლე, ეს სიმპტო­მე­ბი სა­ყუ­რა­დღე­ბოა და არა სა­გან­გა­შო. მინ­და, მო­სახ­ლე­ო­ბა და­ვამ­შვი­დო, რომ ეს სიმპტო­მე­ბი 2-3 კვი­რა­ში ალაგ­დე­ბა. არ სჭირ­დე­ბა ჩა­რე­ვა. სა­უ­ბე­დუ­როდ, ასეთ დროს სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი არ გვაძ­ლე­ვენ შე­დეგს, იმი­ტომ, რომ პოს­ტინ­ფექ­ცი­უ­რი ხვე­ლა არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას. თუ ამ სიმპტო­მებს აქვს მზარ­დი ხა­სი­ა­თი, ეს უკვე სა­ყუ­რა­დღე­ბოა და ექიმს უნდა მი­მარ­თოთ. თუ ახა­ლი სიმპტო­მე­ბი წა­მო­ვი­და - ტემ­პე­რა­ტუ­რის რე­აქ­ცია, ან ქო­ში­ნი, ან ტკი­ვი­ლი გულ-მკერ­დის არე­ში, ან კი­დუ­რე­ბის და­ბუ­ჟე­ბა, მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მა, მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა და თუ ეს სიმპტო­მე­ბი მზარ­დია, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს!

- არ ვიცი, რამ­დე­ნად მარ­თლე­ბი ვართ, რომ მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი რიგ შემ­თხვე­ვა­ში ჭა­მის მა­დის მა­ტე­ბას, სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი - დაქ­ვე­ი­თე­ბას, კო­ვი­დის გა­და­ტა­ნას ვუ­კავ­ში­რებთ, აქვს ამ ყვე­ლა­ფერს კავ­ში­რი პოს­ტკო­ვი­დურ სიმპტო­მებ­თან?

- დიახ, აქვს. არის სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბი, მათ შო­რის ერთ-ერ­თია ეს­პა­ნუ­რი კვლე­ვა, რო­მელ­მაც წარ­მო­ა­ჩი­ნა, რომ კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ცდო­მი­ლი ნერ­ვის და­ზი­ა­ნე­ბა. ცდო­მი­ლი ნერ­ვი კი ვი­ცით, რომ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნოს მუ­შა­ო­ბა­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც შე­იძ­ლე­ბა აქე­და­ნაც მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს.

ambebi.ge