მეტროსადგურებში ე.წ. გამტარებლებს ბარათებს ჩამოართმევენ და დაუბლოკავენ - რას აცხადებს დედაქალაქის მერი | Allnews.Ge

მეტროსადგურებში ე.წ. გამტარებლებს ბარათებს ჩამოართმევენ და დაუბლოკავენ - რას აცხადებს დედაქალაქის მერი

"თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სხვა მო­ვა­ლე­ო­ბებ­თან ერ­თად, აკონ­ტრო­ლე­ბენ ე.წ. გამ­ტა­რებ­ლებს. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეს აღ­მო­ი­ფხვრას", - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებს იმ პი­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც მათი ან სხვი­სი შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ბა­რა­თე­ბით "ატა­რე­ბენ“ მო­ქა­ლა­ქე­ებს და ამით გარ­კვე­ულ სარ­გე­ბელს იღე­ბენ. დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურს ბა­რა­თის ჩა­მორ­თმე­ვის ლე­გი­ტი­მა­ცია ექ­ნე­ბა და ასეთ ადა­მი­ა­ნებს ბა­რა­თე­ბი და­ებ­ლო­კე­ბათ.

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო, ერთ-ერთ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს, რო­მე­ლიც გა­და­ღე­ბუ­ლი იყო თბი­ლი­სის მეტ­რო­სად­გურ­ში, რო­დე­საც თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ თა­ვი­ანთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას. კერ­ძოდ, ისი­ნი სხვა მო­ვა­ლე­ო­ბებ­თან ერ­თად, აკონ­ტრო­ლე­ბენ ე.წ. გამ­ტა­რებ­ლებს, რომ­ლე­ბიც კა­ნონ­დარ­ღვე­ვით, ჩვე­უ­ლებ­რივ მგზავ­რებს სთა­ვა­ზო­ბენ გა­ა­ტა­რონ სა­კუ­თა­რი აბო­ნე­მენ­ტით, ან ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მათი ახ­ლობ­ლის, ოჯა­ხის წევ­რის, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის, სტუ­დენ­ტის, ვინც სარ­გებ­ლობს შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ბა­რა­თე­ბით. არის 10 თეთ­რი­ა­ნი, 20 თეთ­რი­ა­ნი მგზავ­რო­ბე­ბი, ამ ბა­რა­თე­ბით "ატა­რე­ბენ“ ადა­მი­ა­ნებს და მათ­გან იღე­ბენ თან­ხას, გა­ა­ტა­რებს და მათ­გან იღებს თან­ხას.

ეს რა თქმა უნდა, კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა და ჩვენ რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეს აღ­მო­ი­ფხვრას და ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ბა­რა­თე­ბი იქ­ნე­ბა ბლო­კი­რე­ბუ­ლი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი იყოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. ასე­თი უკა­ნო­ნო ფაქ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კონ­ტრო­ლი­ორს სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს, ჩა­მო­არ­თვას კა­ნონ­დამ­რღვევს სამ­გზავ­რო ბა­რა­თი და დაბ­ლო­კოს. მო­ვუ­წო­დებ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, ნუ შე­ეც­დე­ბი­ან, ხელი შე­უ­შა­ლონ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ნუ ცდი­ლო­ბენ, წა­ა­ხა­ლი­სონ კა­ნონ­დარ­ღვე­ვა. აქ არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბა, ამას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, კა­ნონ­დარ­ღვე­ვა როცა ხდე­ბა, ყვე­ლა უნდა ვი­ყოთ ერ­თი­ა­ნი. ამის წა­ხა­ლი­სე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვანს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.