სოციალურად დაუცველების დასაქმებისთვის 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება - რამდენი იქნება საშუალო ხელფასი და შეუჩერდებათ თუ არა დასაქმებულებს სოცდახმარება? | Allnews.Ge

სოციალურად დაუცველების დასაქმებისთვის 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება - რამდენი იქნება საშუალო ხელფასი და შეუჩერდებათ თუ არა დასაქმებულებს სოცდახმარება?

მთავ­რო­ბა აცხა­დებს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის და­საქ­მე­ბის­თვის 50 000 სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნე­ბა - რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი და შე­უ­ჩერ­დე­ბათ თუ არა და­საქ­მე­ბუ­ლებს სოც­დახ­მა­რე­ბა?

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა არ შე­უ­ჩერ­დე­ბათ. მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­სას და­საქ­მე­ბუ­ლის თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 300 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა.

ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის თქმით, მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის 50 000 სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნე­ბა.

"ათა­სო­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის დო­ნე­ზე და სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტრო­ში. ეს არის რო­გორც ფი­ზი­კუ­რი შრო­მა, ასე­ვე, გარ­კვე­უ­ლი სა­ო­ფი­სე საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი. ეს, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დიდ ჩარ­თუ­ლო­ბას მო­ი­თხოვს და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტო­სი.

ყვე­ლა­ზე ხაზ­გა­სას­მე­ლი არის ის, რომ თი­თო­ე­ულ და­საქ­მე­ბულს სო­ცი­ა­ლუ­რი კომ­პენ­სა­ცი­ის პა­კე­ტი არ უჩერ­დე­ბა, პი­რი­ქით, მათ უნარ­ჩუნ­დე­ბათ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­ბი­ლუ­რად იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი და­მა­ტე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ერ­თვე­ბი­ან. გან­სა­ზღვრუ­ლია აქაც ხელ­ფა­სი - თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბი­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­მუ­შაო შეს­რუ­ლე­ბი­სას გა­ნი­სა­ზღვრა 300 ლა­რით. ეს არის 300 და­უ­ბეგ­რა­ვი ლარი და სრუ­ლად აი­ღე­ბენ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ამ თან­ხას,“ - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უკე­თე­სი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას ისა­ხავს მიზ­ნად. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბის ამ ეტაპ­ზე ბევ­რი პრობ­ლე­მაა, რო­მელ­საც გა­და­ლახ­ვა სჭირ­დე­ბა.

მი­ნის­ტრის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ჭი­როა.

„ჩვენ გვინ­და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს ამ პრო­ექ­ტით შე­მო­სავ­ლის ზრდის და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ვუ­ჩი­ნოთ, ანუ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა­ზე მო­წყვლად სო­ცი­ა­ლურ ფე­ნას ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი შე­ვუქ­მნათ ზუს­ტად და­საქ­მე­ბის მხრივ. რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, 200 ათას­ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე არის შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი, რო­მელ­საც ზრუნ­ვის სხვა პრობ­ლე­მე­ბი არ სჭირ­დე­ბა და მათ შე­უძ­ლი­ათ და­საქ­მე­ბა­ში ჩარ­თვა. ეს არის ძა­ლი­ან დიდი სა­მუ­შაო რე­სურ­სი და ამა­ვე დროს ჩვენ ვართ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც გან­ვი­თა­რე­ბის ამ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს გა­და­სა­ლა­ხი. მათ შო­რის, ძა­ლი­ან ბევ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და სა­ჯა­რო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი არის ამ ქვე­ყა­ნა­ში მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი.

ტემ­პი, რომ­ლი­თაც ქვე­ყა­ნა ტრანსფორ­მა­ცი­ას გა­ნიც­დის, რა თქმა უნდა, და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი არა­ვის­თვის არ არის რად­გან ქვე­ყა­ნას აქვს ძა­ლი­ან დიდი მემ­კვიდ­რე­ო­ბა 90-იანი წლე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო ომი­დან თუ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ვეს­ტი­ცია გვჭირ­დე­ბა, რო­გორც შიდა, ისე გარე, რომ ეკო­ნო­მი­კა იმგვა­რად და­ვაჩ­ქა­როთ, რომ შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღოთ.

ვფიქ­რობ, რომ ის სა­მუ­შაო რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში არის, შეგ­ვიძ­ლია ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ვი­ყე­ნოთ და ჩვენ ვზრუ­ნავთ, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. ასე რომ, ათო­ბით ათა­სი სა­მუ­შაო ად­გი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, უკვე არის ათო­ბით ათა­სი სა­მუ­შაო ად­გი­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. რო­გორც პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, და­ახ­ლო­ე­ბით 50 ათა­სი სა­მუ­შაო ად­გი­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბას წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შევ­ძლებთ. რა­ტომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­საქ­მე­ბა? რა­საც კერ­ძო სექ­ტო­რი, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა ვერ აგე­ნე­რი­რებს, ჩვენ უნდა შე­ვავ­სოთ ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით, მაგ­რამ ეს უნდა იყოს გა­მიზ­ნუ­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს,“ - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.