რამდენ დღემდე მცირდება COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები? | Allnews.Ge

რამდენ დღემდე მცირდება COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები?

COVID-19-ით და­ა­ვა­დე­ბულ­თა და მათ­თან კონ­ტაქ­ტი­რე­ბულ­თა იზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის ვა­დე­ბი მცირ­დე­ბა.

სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის, რო­გო­რი­ცა:

სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი;ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი;ში­ნა­გან საქ­მე­თა, იუს­ტი­ცი­ი­სა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის სის­ტე­მე­ბი;სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი;სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის სის­ტე­მა;ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სსიპ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი;COVID-19-ის ასიმპტო­მუ­რი და მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, აღ­ნიშ­ნულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის, პერ­სო­ნა­ლის დე­ფი­ცი­ტის შემ­თხვე­ვა­ში, დამ­საქ­მებ­ლის მი­თი­თე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იზო­ლა­ცია სრულ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის და­დას­ტუ­რე­ბი­დან მე-6 დღეს. იზო­ლა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწრა­ფი ტეს­ტის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი. ამას­თან სიმპტო­მე­ბის ალა­გე­ბი­დან გა­სუ­ლი უნდა იყოს სულ მცი­რე 24 სა­ა­თი. იზო­ლა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბი­დან მომ­დევ­ნო 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მკაც­რად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ნიღ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

ყვე­ლა სხვა ასიმპტო­მუ­რი ან მსუ­ბუ­ქი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის იზო­ლა­ცია სრულ­დე­ბა Covid-19-ის და­დას­ტუ­რე­ბი­დან 7 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის შემ­დეგ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, არ არის სა­ჭი­რო ტეს­ტის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი. ამას­თან მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბის ალა­გე­ბი­დან გა­სუ­ლი უნდა იყოს სულ მცი­რე 24 სა­ა­თი. იზო­ლა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბი­დან 5 დღე ნიღ­ბის ტა­რე­ბა კვლავ მკაც­რად რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია.

სა­შუ­ა­ლო და მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე შემ­თხვე­ვე­ბის­თვის იზო­ლა­ცი­ის ვადა რჩე­ბა უც­ვლე­ლი და გა­ნი­სა­ზღვრე­ბა და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სინ­ჯის აღე­ბი­დან მი­ნი­მუმ 10 კა­ლენ­და­რუ­ლი დღით. სა­ხე­ზე უნდა იყოს მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი დი­ნა­მი­კა ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. იზო­ლა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბი­დან მომ­დევ­ნო 5 დღე მკაც­რად რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ნიღ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

იზო­ლა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, პა­ცი­ენ­ტის ჯანმთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იღებს მისი ოჯა­ხის ექი­მი.

კა­რან­ტი­ნის ვა­დე­ბი მცირ­დე­ბა COVID-19-ით და­ა­ვა­დე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტი­რე­ბუ­ლი, არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი და არას­რუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვი­საც. ამ შემ­თხვე­ვა­ში, კა­რან­ტი­ნის ვადა 8 დღის ნაც­ვლად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 5 დღით. ამას­თან ეძ­ლე­ვათ ნიღ­ბის მოხ­მა­რე­ბის მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცია მომ­დევ­ნო 6-12 დღის ფარ­გლებ­ში. იგი­ვე ვრცელ­დე­ბა, ბუს­ტერ დო­ზის არმ­ქო­ნე პი­რე­ბის­თვის, თუ ვაქ­ცი­ნის მე-2 დო­ზის მი­ღე­ბი­დან გა­სუ­ლია 90 დღე­ზე მეტი. ასე­ვე კა­რან­ტი­ნის აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სე­ბი ვრცელ­დე­ბა პი­რებ­ზე, ვი­საც კო­ვი­დის ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნი­დან გა­უ­ვი­და 60 დღი­ა­ნი პე­რი­ო­დი.

შე­გახ­სე­ნებთ რომ, კა­რან­ტინს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან, თუმ­ცა ეძ­ლე­ვათ ნიღ­ბის მოხ­მა­რე­ბის მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცია კონ­ტაქ­ტის შე­წყვე­ტი­დან მომ­დევ­ნო 10 დღე:

ბუს­ტერ დო­ზით ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ პი­რებს;სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ პი­რებს, ვაქ­ცი­ნის მე­ო­რე დო­ზის მი­ღე­ბი­დან 14-90 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში;ასე­ვე პი­რებს, კო­ვი­დის ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნი­დან 60 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში;იზო­ლა­ცი­ის და კა­რან­ტი­ნის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვა­დე­ბი 10 თე­ბერ­ვლამ­დე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და კონ­ტაქ­ტი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვი­საც მოქ­მე­დებს.გაზიარება

myquiz