"სოფო ნიჟარაძის სასტუმროს მომსახურება სახელმწიფოს 5 ათასი დაუჯდა... ამაზე ისაუბრეთ" - პროკურორი სააკაშვილს | Allnews.Ge

"სოფო ნიჟარაძის სასტუმროს მომსახურება სახელმწიფოს 5 ათასი დაუჯდა... ამაზე ისაუბრეთ" - პროკურორი სააკაშვილს

რა გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იყო გიგი უგუ­ლა­ვას გახ­დო­მა, რაც ქვე­ყა­ნას 114 ათა­სი ლარი და­უჯ­და?! სოფო ნი­ჟა­რა­ძის სას­ტუმ­როს მომ­სა­ხუ­რე­ბა, რაც სა­ხელ­მწი­ფოს 5 ათა­სი ლარი და­უჯ­და?! ამა­ზე ისა­უბ­რეთ!,- ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა, გი­ორ­გი მუ­ჯირ­მა სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს გა­წე­ულ ხარ­ჯებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­პა­სუ­ხოდ, პრო­კუ­რორს შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ერთ-ერ­თმა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა, ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ: „ ეს რე­აქ­ცია რას ნიშ­ნავს?! ეს პრო­პა­გან­და რას ნიშ­ნავს?! სახე არ და­კარ­გოთ, რა გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებთ?! სირ­ცხვი­ლია, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხი გა­ცე­მუ­ლია!“

ცნო­ბის­თვის, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, სა­დაც სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის საქ­მე უნდა გა­ნი­ხი­ლონ, ხმა­უ­რის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მო­სა­მარ­თლემ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შე­ნიშ­ვნა მის­ცა და გა­ნუ­მარ­ტა, თუკი მას სხდო­მის მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ მის­ცემ­და, დარ­ბაზს და­ა­ტო­ვე­ბი­ნებ­და.