რა ქონებას ფლობენ დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა და მისი მეუღლე? | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობენ დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა და მისი მეუღლე?

პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კო­სია. მან გა­ნათ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში მი­ი­ღო - 2009 წელს და­ამ­თავ­რა ფლე­თჩე­რის დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­მარ­თლის სკო­ლა, დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლო­ბით. შემ­დეგ სწავ­ლობ­და შტა­ტებ­ში სმი­ტის კო­ლე­ჯში, პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ 2011 წელს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პოს­ტი და­ი­კა­ვა. 2012 წლამ­დე კი მუ­შა­ობ­და სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რის მო­ად­გი­ლედ.

თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვას სა­პარ­ლა­მენ­ტო კა­რი­ე­რა 2012 წლი­დან იწყე­ბა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მერ­ვე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­და, პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: "ერ­თი­ა­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - "მეტი სარ­გე­ბე­ლი ხალ­ხს“.

ბო­კუ­ჩა­ვა მას შემ­დეგ მუდ­მი­ვად იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი, უკვე მე-3 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტია, რაც ის დე­პუ­ტა­ტის სა­ვარ­ძელს იკა­ვებს.

259624899-908446983149303-3180280632233347511-n-40361-1644307113.jpg

დე­პუ­ტატ­მა ბო­ლოს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2021 წლის ზა­ფხულ­ში შე­ავ­სო. ჰყავს ლექ­ტო­რი მე­უღ­ლე კონ­სტან­ტი­ნე იო­სე­ლი­ანი და ერთი ვაჟი, ნიკო, რო­მე­ლიც 2015 წელს შე­ე­ძი­ნა.

პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლის ქო­ნე­ბა საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია, რო­გორც ჩანს, მან საკ­მა­ოდ მდი­და­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა მი­ი­ღო.

იო­სე­ლი­ა­ნი 2007 წლი­დან სო­ფელ ნა­სა­გურ­ში 1500 კვ.მ ნაკ­ვეთს მფლობს, რაც მემ­კიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცა ოჯა­ხის­გან. 2020 წლი­დან მის სა­ხელ­ზეა 23.19 კვ.მ. არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, რო­მე­ლიც ასე­ვე მემ­კვიდ­რე­ო­ბით ხვდა წი­ლად. იო­სე­ლი­ანს ასე­ვე მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცა 178.400 კვ.მ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ქო­ბუ­ლეთ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე და 53.5 კვ.მ. არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი თბი­ლის­ში, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე. კონ­სტან­ტი­ნე იო­სე­ლი­ა­ნის სა­მემ­კვიდ­რეო სიას ას­რუ­ლებს 192 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა და ნაკ­ვე­თი თბი­ლის­ში ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე და 52.6 კვ.მ ნაკ­ვე­თი ბი­ნის სი­ახ­ლო­ვეს, რო­მე­ლის მფლო­ბე­ლიც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად არის. იო­სე­ლი­ანს მემ­კვიდ­რე­ო­ბით ყვე­ლა ეს ფარ­თი 2020 წელს გა­და­ე­ცა.

272092254-895995997727880-1159350982929033050-n-40387-1644307206.jpg

თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვა ფლობს 710 კვ. სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თობს დუ­შე­თის რა­ი­ონ სო­ფელ ბუ­ლა­ჩა­ურ­ში და ასე­ვე ნაკ­ვეთს, რო­მე­ლიც მემ­კვიდ­რე­ო­ბით 2019 წელს გა­და­ე­ცა.

თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვას მფლო­ბე­ლო­ბა­შია 124.1 კვ.მ. ფა­ლი­აშ­ვილ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნის 54%, რო­მელ­საც მაია ვარ­დო­სა­ნი­ძეს­თან ერ­თად ფლობს.

მან 2013 წელს ასე­ვე 53 000 დო­ლა­რად თბი­ლის­ში, ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე 48,5 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა შე­ი­ძი­ნა.

2017 წელს კონ­სტან­ტი­ნე იო­სე­ლი­ან­მა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა TOYOTA PRIUS 2012 8500 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. 2020 წელს კი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა fiat abarht 6000 დო­ლა­რად.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს, თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვას თი­ბი­სი ბან­კში ანა­ბარ­ზე ჰქონ­და 20 ათა­სი დო­ლა­რი. მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე კი 3 ათა­სი დო­ლა­რი. სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე კი 1973.25 ლარი.

განაგრძეთ კითხვა