ძილის დარღვევა, შესაძლოა, უფრო სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს | Allnews.Ge

ძილის დარღვევა, შესაძლოა, უფრო სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს

ზოგჯერ, ძილთან დაკავშირებული სირთულეები, დაძინების პრობლემა თუ პირიქით - ზედმატად ხანგრძლივი ძილი,წარმოადგენს ჯანმრთლეობის უფრო სერიოზული პრობლემის მაუწყებელს. ამგვარი მდგომარეობის შესაძლო მიზეზებიდან ერთერთი მნიშვნელოვანია ქოლესტერინის დონის მომატება.

მაღალი ქოლესტერინის შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანის სხეულის ფუნქციონირების ცვლილებები განვითარედეს, მათ შორის ძილზე მოქმედიც. მედიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი სიმპტომების არსებობა მეტყველებს ქოლესტერინის დონის პრომბლემაზე. ამიტომ საჭიროა ექიმთან მიმართვა და სისხლის შეასბამისი ანალიზის გაკეთება.

სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე საკმაოდ სახიფათო მდგომარეობაა. მისი მატების საწყის სტადიაში შესაძლებელია კანზე აღინიშნოს გარკვეული სიმპტომები, რომლებიც მკურნალობის დოროულად დაწყებაში დაგვეხმარება. ადრეულ სტადიაზე შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რის შედეგადაც კანი ხდება მშრალი, აღინიშნება ქავილი და ფრჩხილების ზრდის შეფერხება.