"სრულიად არასაჭიროდ გვყავს ხალხი გამოკეტილი" - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, როდის უნდა იწყებოდეს კორონავირუსის გამო იზოლაციის დღეების ათვლა | Allnews.Ge

"სრულიად არასაჭიროდ გვყავს ხალხი გამოკეტილი" - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, როდის უნდა იწყებოდეს კორონავირუსის გამო იზოლაციის დღეების ათვლა

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი იზო­ლა­ცი­ის დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ და იმა­ზე, თუ რო­დის უნდა და­ი­წყოს იზო­ლა­ცი­ის­თვის დად­გე­ნი­ლი 8 დღის ათ­ვლა, ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს:

"საკ­მაო გა­უ­გებ­რო­ბაა იზო­ლა­ცი­ის ვა­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კერ­ძოდ, სა­ი­დან იწყე­ბა იზო­ლა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო 8 დღის ათ­ვლა. რო­დე­საც კო­ვიდ და­დას­ტუ­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს ურე­კა­ვენ, აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ იზო­ლა­ცი­ის და­წყე­ბის თა­რი­ღად ით­ვლე­ბა კო­ვი­დის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და­დას­ტუ­რე­ბის დღე. უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის მარ­თლაც ასეა, თუმ­ცა გა­უ­გებ­რო­ბაა სიმპტო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში იკი­თხე­ბა, რომ პირი "ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა იზო­ლა­ცი­ას მკაც­რად 8 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში“, თუმ­ცა მე ვერ მი­ვა­გე­ნი, თუ სი­ნამ­დვი­ლე­ში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, არ ჩანს სა­ი­დან იწყე­ბა ამ 8 დღის ათ­ვლა. აშშ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი სიმპტო­მურ პა­ცი­ენ­ტებ­ში იზო­ლა­ცი­ის ვა­დე­ბის ათ­ვლას იწყებს სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­დან და არა და­დას­ტუ­რე­ბის თა­რი­ღი­დან: "If you have mild symptoms, day 0 of isolation is the day of symptom onset, regardless of when you tested positive“ (ანუ იმის მი­უ­ხე­და­ვად, რო­დის იყო ადა­მი­ა­ნი ტეს­ტი­რე­ბით და­დე­ბი­თი, ნუ­ლო­ვან დღედ ით­ვლე­ბა სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბის დღე).

ანუ რო­დე­საც ჩვენ­თან ეუბ­ნე­ბი­ან, რომ და­დას­ტუ­რე­ბის თა­რი­ღი­დან იწყე­ბა ათ­ვლა, არ არის სწო­რი, რად­გან ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა ტეს­ტი­რე­ბა გვი­ან ჩა­ი­ტა­როს (მა­გა­ლი­თად, სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­დან მე-5 დღეს), ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ეს ადა­მი­ა­ნი კი­დევ და­მა­ტე­ბით 8 დღე უნდა გა­მოვ­კე­ტოთ, რაც ჯამ­ში 13 დღე გა­მო­ვა. ხში­რად სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­სას, ტეს­ტი უარ­ყო­ფი­თია და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ხდე­ბა და­დე­ბი­თი. ასე­თი ხალ­ხი სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თლებ­ლად გვყავს იზო­ლა­ცი­ა­ში და­მა­ტე­ბი­თი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ისე­დაც კად­რე­ბის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი დე­ფი­ცი­ტია ყველ­გან, რად­გან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. 7543 ჩვე­ნი კი და­მა­ტე­ბით, სრუ­ლი­ად არა­სა­ჭი­როდ გვყავს ხალ­ხი გა­მო­კე­ტი­ლი.ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ­გუ­მენ­ტად ასა­ხე­ლე­ბენ იმას, რომ შე­იძ­ლე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა არას­წო­რად და­ა­სა­ხე­ლოს სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბის დღე. კი ბა­ტო­ნო, ეს არ­გუ­მენ­ტია, მაგ­რამ ამ ლო­გი­კით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ ჩა­ი­ტა­როს ტეს­ტი­რე­ბა და სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს იზო­ლა­ცი­ი­დან, ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს გა­ი­გებს.

ამი­ტომ ჩვენ მა­ინც ინ­დი­ვი­დე­ბის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვეყ­რდნო­ბით და ვენ­დო­ბით, რად­გან სხვა ბერ­კე­ტი არ არ­სე­ბობს. ამი­ტომ უნდა და­ვუ­ჯე­როთ სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბის და­სა­ხე­ლე­ბულ დღე­საც და ათ­ვლა აქე­დან და­ვი­წყოთ.აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ ჩვენ­თან ისე­დაც მე­ტია იზო­ლა­ცი­ის დღე­ე­ბი (8 დღე, აშშ-ში და ევ­რო­პის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში და­წე­სე­ბუ­ლი 5 დღის ნაც­ვლად).კი­დევ ერთხელ და­ვა­კონ­კრე­ტებ, რომ იზო­ლა­ცია ეხე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ პირს, ხოლო კონ­ტაქ­ტში მყო­ფის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ტერ­მი­ნი კა­რან­ტი­ნი, არა­და, ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­შიც არე­უ­ლია ეს ტერ­მი­ნე­ბი და ცოტა უხერ­ხუ­ლია", - წერს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.